ემა სტეპანიანი
ემა სტეპანიანი (სომხ. Էմմա Ստեփանյան; დ. 26 აგვისტო, 1915, ენზელი — გ. 16 თებერვალი, 1989,თბილისი) — სომეხი საბჭოთა მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1978).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ემა სტეპანიანი დაიბადა ენზელში. სცენაზე თამაში 1934 წელს, ერევნის მუშათა თეატრში დაიწყო. 1936-1942 წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში. 1944 წლიდან თბილისის ადამიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია. ის ასრულებდა დრამატულ, კომედიურ და სახასიათო როლებს. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სარა (ნარ-დოსის „მოკლული მტრედი“), ნინა (მიხეილ ლერმონტოვის „მასკარადი“), დეზდემონა (შექსპირის „ოტელო“), ვიოლა (შექსპირის „მეთორმეტე ღამე“), ლუიზა (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), ამალია (შილერის „ყაჩაღები“), ლუბა (ა. ფადეევის „ახალგაზრდა გვარდია“), ძიძია (ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), ვარდო (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“), კეკელა (გ. სუნდუკიანის „პეპო“) და სხვა.
გადაღებულია კინოსტუდია „არმენფილმის“ ფილმში „გიქორი“ (1982 წ. რეჟისორი ისრაელიანი), დედის როლში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ემა სტეპანიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ემა სტეპანიანი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)