შინაარსზე გადასვლა

ემანუელ სენიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემანუელ სენიე

ემანუელ სენიე 2013 წელს
დაბადების სახელი ემანუელ სენიე
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1966 (1966-06-22) (60 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
რეზიდენცია დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
მოქალაქეობა  საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
მომღერალი
აქტიური 1984-დღემდე
მეუღლე(ები) რომან პოლანსკი (1989-დღემდე)
შვილ(ებ)ი Morgane Polanski და Elvis Polanski

ემანუელ სენიე (ფრანგ. Emmanuelle Seigner; დ. 22 ივნისი, 1966, პარიზი) — ფრანგი კინომსახიობი, მოდელი და მომღერალი. ცნობილი ფრანგი მსახიობის ლუის სანიეს შვილიშვილი, მსახიობ მატილდა სენიეს ალალი და და ცნობილი პოლონელი კინორეჟისორის რომან პოლანსკის მეუღლეა. ემანუელ სენიე ორჯერ იყო ნომინირებული სეზარის პრემიაზე.

ემანუელ სენიე დაიბადა ცნობილი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის ოჯახში. 14 წლიდან დაიწყო სამოდელო კარიერა და სულ მალე, საკუთარი გარეგნობის ხარჯზე მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. მისი ფოტოსურათები მრავალი ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა. სენიეს დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს ფილმში „მედუზების წელი“. 1985 წელს ჟან-ლუკ გოდარმა სენიე გადაიღო ფილმში „დეტექტივი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჯონი ჰოლიდეიმ და ნატალი ბაიმ.

1988 წელს რომან პოლანსკიმ გადაიღო ცნობილი დეტექტიური თრილერი „მოუთვინიერებელი“, სადაც მთავარი როლი ჰარისონ ფორდმა შეასრულა. ამ ფილმში ეპიზოდში თამაში ხვდა წილად ემანუელ სენიესაც. 1992 წელს პოლანსკიმ ისევ გადაიღო თავის ფილმში სენიე, ამჯერად ფილმში „სასტიკი მთვარე“. მნიშვნელოვანი იყო ასევე მისტიკური ფილმი „მეცხრე კარიბჭე“, სადაც მთავარი როლი ჯონი დეპმა (დინ კორსო) შეასრულა. სენიე საკუთარ ამპლუას არ ღალატობს და ასრულებს იდუმალებით მოცული ქალის როლს, რომელიც ფილმის მთავარი გმირის (დინ კორსოს) თანამგზავრია. ფილმი მეტად ცნობილი გახდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2007 წელს ითამაშა ფილმებში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ და „სკაფანდრი და პეპელა“, ხოლო 2010 წელს ფილმში „გარდაუვალი მკვლელობა“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1984ფ მედუზების წელი L'Année des médusesეპიზოდური როლი
1986ფ დეტექტივი Détectiveბაჰამის პრინცესა
1986ფ კერძო გაკვეთილები Cours privéზენონი
1988ფ მოუთვინიერებელი Franticმიშელი
1990ფ უცნაური ავადმყოფობა Il male oscuroჯუზეპეს ცოლი
1992ფ სასტიკი მთვარე Lunes de fielმიმი
1994ფ ღიმილი Le Sourireოდილი
1997ფ ნირვანა Nirvanaლიზა
1998ფ ვანდომის მოედანი Place Vendômeნატალი
1999ფ მეცხრე კარიბჭე La Neuvième Porteგოგო
2003ფ სხეულების გამტაცებელი Corps à corpsლაურა ბარტელი
2003ფ უკვდავები Os Imortaisმადლენ დიურანი
2005ფ უკანა პლანი Backstageლორენი
2007ფ ოთხი ბოლო სიმღერა Four Last Songsჰელენა
2007ფ ცხოვრება ვარდისფერ ფერებში La Mômeტიტინი
2007ფ სკაფანდრი და პეპელა Le Scaphandre et le Papillonსელინა დემულენი
2009ფ კოდი იცვლება Le Code a Changéსარა მატეი
2009ფ ჯალო Gialloლინდა
2010ფ გარდაუვალი მკვლელობა Essential Killingმარგარეტი
2012ფ სახლში Dans la maisonესტერ არტოლი
2013ფ ვენერა ბეწვეულში La Vénus à la fourrureვანდა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: