მეცხრე კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეცხრე კარიბჭე
რეჟისორი რომან პოლანსკი
პროდიუსერი რომან პოლანსკი
სცენარის ავტორი რომან პოლანსკი
ჯონ ბრაუნჯონი
ენრიკე ურბიცუ
ეფუძნება დიუმას კლუბი
- არტურ პერეზ-რევერტე
როლებში ჯონი დეპი
ლენა ოლინი
ფრენკ ლანგელა
ემანუელ სენიე
მუსიკა ვოიცეხ კილარი
ოპერატორი დარიუს ხონჯი
სტუდია Canal+
დისტრიბუტორი Bac Films (საფრანგეთი)
Araba Films (ესპანეთი)
Artisan Entertainment (აშშ)
გამოსვლის თარიღი 25 აგვისტო, 1999 (მსოფლიო)
10 მარტი, 2000 (აშშ)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა საფრანგეთი
ესპანეთი
აშშ
ენა ინგლისური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, ლათინური
ბიუჯეტი $38 მილიონი
შემოსავალი $58,401,898

„მეცხრე კარიბჭე“ (ინგლ. The Ninth Gate) — ესპანურ-ფრანგული ინგლისურენოვანი ფილმი, გადაღებული არტურო პერეზ-რევერტეს მოთხრობის, „დიუმას კლუბის“ მიხედვით. ფილმი გადაღებულია რომან პოლანსკის მიერ. მთავარ როლებში: ჯონი დეპი, ლენა ოლინი, ფრენკ ლანჯელა და ემანუელ სენიე. პირველი ჩვენება ევროპაში შედგა 1999 წლის 25 აგვისტოს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუციფერის მიერ დამზადებული ცხრა გრავიურა დამალულია ძველი წიგნის „წყვდიადის სამეფოს ცხრა კარიბჭე“ სამ ერთნაირ ეგზეპლარში, რომლებიც 1667 წელს გამოიცა და კერძო კოლექციებში გაიბნა ევროპაში. ამ წიგნში დამალულია რთული თავსატეხი, რომელიც გამომცნობს შეუძლია გავიდეს ჯოჯოხეთის ცხრავე კარიბჭეში და დედამიწაზე თვით წყვდიადის მეუფეს გამოუძახოს.

დემონოლოგიური წიგნების მდიდარი კოლექციონერი აშშ-იდან ბორის ბოლკანი დაიქირავებს წიგნებით მოვაჭრეს დინ კორსოს (ჯონი დეპი), რათა მან ამ წიგნის ორი დარჩენილი ეგზემპლარი (ერთის მფლობელი თვითონ ბოლკანია) მოიძიოს და დაადგინოს მათგან რომელია ნამდვილი. კორსო კი ძიებისას გადაწყვეტს, თავად დაეუფლოს წინგს. კორსოს ევროპაში მოგზაურობას და წიგნების მოძიებას, მათ შედარებას თან სდევს წიგნების მფლობელების საიდუმლოებით მოცული მკვლელობები და უშედეგო თავდასხმები თვითონ კორსოზე. კორსოსათვის თანდათან ნათელი ხდება, რომ ეს ხდება ლიანა ტელფერის ჩარევით ლიანა ტელფერი ბორის ბოლკანის კუთვნილი ეგზემპლარის წინა მეპატრონის ცოლია. კორსო აღმოაჩენს, რომ მის გარშემო მიმდინარე მოვლენები იმეორებს წიგნის სიუჟეტებს, რომლებიც გამოსახულია გრავიურებში. მაგალითად წიგნში არსებული პირველი გრავიურა გამოხატავდა ცალი ფეხით ჩამოკიდებულ მამაკაცს და სწორედ ასეთ მდგომარეობაში იპოვა კორსომ თავისი მოკლული მეგობარი, რომელთანაც კორსომ „წყვდიადის სამეფოს ცხრა კარიბჭის“ ბოლკანისეული ეგზეპლარი დროებით დამალა.

კორსო სატანისტების კვალზე გადის. მას მთელი ფილმის განმავლობაში ეხმარება საიდუმლოებით მოცული ქალიშვილი (ემანუელ სენიე). დინ კორსო გაიგებს, რომ ამ წიგნის სამივე შემონახული ეგზემპლარი ნამდვილია, მაგრამ მათი ძალა მდგომარეობს გრავიურებში რომელთაგან ზოგიერთი თვით სატანის დაწერილია. ამიტომ საჭიროა სამივე წიგნის ქონა რათა გაიხსნას ჯოჯოხეთის ბჭენი. ბოლკანი ატარებს ცერემონიალს ჯოჯოხეთის ბჭეების გასაღებად, მაგრამ კვდება, რადგან წიგნის მეცხრე გრავიურა ყალბი აღმოჩნდა. ნამდვილი გრავიურა კი ესპანელი ძმების, წიგნის მკინძავების ხელთაა. ნამდვილ გრავიურაზე გამოსახული იყო ლამაზი ქალიშვილის და მწიგნობრის სქესობრივი კავშირი. კორსომ სქესობრივი კავშირი დაამყარებს თავის იდუმალებით მოცულ თანამგზავრთან და სწორედ კორსო გააღებს საბოლოოდ ჯოჯოხეთის ცხრავე კარებს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]