შინაარსზე გადასვლა

ელჩე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ელჩე
Elche

სანტა მარიას ბაზილიკა
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ავტონომიური გაერთიანება ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება
პროვინცია ალიკანტეს პროვინცია
კოორდინატები 38°16′00″ ჩ. გ. 0°41′00″ დ. გ. / 38.26667° ჩ. გ. 0.68333° დ. გ. / 38.26667; -0.68333
მმართველი პაბლო რუზ ვილანუევა[1]
დაარსდა ძვ. წ. V საუკუნე
ფართობი 326,1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 86±1 მეტრი
ოფიციალური ენა ვალენსიური[2] [3]
მოსახლეობა 245 557 (2025)[4]
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 966 y 965
საფოსტო ინდექსი 03200-03299
ოფიციალური საიტი elche.es
ელჩე — ესპანეთი
ელჩე
ელჩე — ალიკანტეს პროვინცია
ელჩე

ელჩე (ესპ. Elche, ბასკ. Elx, კატ. Elx) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში. შედის ვალენსიის ავტონომიური რეგიონის ალიკანტეს პროვინციაში. მუნიციპალიტეტი შედის ბახო-ვინალოპოს რაიონის (კომარკის) შემადგენლობაში. ელჩეს ტერიტორიაზე მდებარეობს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი პალმების ტყე.

ამჟამინდელი ქალაქიდან სამხრეთით, ორი კილომეტრის დაშორებით მდებარე, ტერიტორია ნეოლითის ხანიდან ვესტგუთების ეპოქამდე იყო დასახლებული. ახლოს მდებარე მდინარე ვინალოპო მოსახლეობას ტერიტორიის დაცვას უმარტივებდა. ძვ. წ. V საუკუნიდან ქალაქი იბერებითაა დასახლებული და „ჰელიკეს“ სახელითაა ცნობილი. ამ დასახლებამ ძვ. წ. 280 წლამდე, კართაგენელთა შემოსევამდე გასტანა. ეს იყო იბერიული კულტურის ოქროს ხანა, რომლის დროსაც გამოიძერწა „ელჩეს ლედის“ სახელით ცნობილი ქანდაკება. ძვ. წ. 209 წელს ქალაქი რომაელებმა აიღეს და ძვ. წ. I საუკუნისთვის ის „კოლონია იულია ილიჩე ავგუსტას“ სახელით იწოდებოდა.

როდესაც პირენეს ნახევარკუნძულს არაბები შემოესიენ, VIII-IX საუკუნეებში, ქალაქი მის ამჟამინდელ ადგილას გადავიდა და „ვილა მურადას“ სახელით იწოდებოდა. 1265 წელს ქრისტიანმა მეფე ხაიმე I დამპყრობელმა არაბები ქალაქიდან განდევნა.

XIX საუკუნიდან ელჩე ესპადრილიების (ფეხსაცმლის ტიპი) დამზადებით იყო ცნობილი. ფეხსაცმელების წარმოებამ ხელი შეუწყო ქალაქის ზრდას.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ელჩე&oldid=4892279“-დან