ელონ მასკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელონ მასკი
Elon Musk 2015.jpg
ელონ მასკი, 2015 წელი
დაბ. თარიღი 28 ივნისი, 1971
პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
საქმიანობა ინვესტორი
ბიზნესმენი
გამომგონებელი
საიტი twitter.com/elonmusk/ elonmusk.com
ხელმოწერა Elon Musk Signature.png

ელონ მასკი (ინგლ. Elon Musk; დ. 28 ივნისი, 1971) — ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი. არის x.com-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც ერთი წლის შემდეგ შეეცვალა სახელი და ჰქვია PayPal-ი, ხოლო 2002 წელს eBay-მ იგი იყიდა 1.5 მილიარდ დოლარად.

SolarCity ელონ მასკის ერთ-ერთი პროექტია. ამ კომპანიის ბიზნეს გეგმა შედარებით განსხვავებულია სხვა მსგავსი კომპანიების ხედვისგან. ისინი უსასყიდლოდ ამონტაჟებენ საკუთარ მზის ელემენტებს სახლების სახურავზე და ამ სახლების მფლობელებს სთავაზობენ ელექტროენერგიას უფრო იაფად.

SpaceX — არის კომპანია, რომელიც გეგმავს უფრო იაფად შეასრულოს ფრენები, რაც საშუალებას მისცემს NASA-ს არსებული ბიუჯეტით გააგზავნოს ადამიანები მარსზე. მთავარი განსხვავება სხვა მსგავსი პროექტებისგან არის ის, რომ SpaceX-ი აპირებს რაკეტის მოდულები დაუზიანებლად დააბრუნოს მიწაზე და გამოიყენოს ხელმეორედ. რაკეტის ღირებულების მხოლოდ 3%-ი ღირს, საწვავი რაკეტის მოდულები კი გაცილებით ძვირი.

ელონ მასკი აფინანსებს Tesla Motors-ს და აგრეთვე მას ეკუთვნის იდეა Hyperloop, რომელიც უსწრაფესი ტრანსპორტი იქნება. ასეთი „ლუპის“ შექმნა ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკომდე 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. ამ მანძილის დაფარვა „ლუპით“ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]