ელისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნომი
ელისი
Ηλείας
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ადმ. ცენტრი Pyrgos
შიდა დაყოფა Zaharo Municipality, Andritsaina-Krestena Municipality, Pyrgos Municipality, Ancient Olympia Municipality, Ilida Municipality, Pineios Municipality და Andravida-Kyllini Municipality
კოორდინატები 37°40′00″ ჩ. გ. 21°30′00″ ა. გ. / 37.66667° ჩ. გ. 21.50000° ა. გ. / 37.66667; 21.50000
ფართობი 2,618 კმ²
მოსახლეობა 198,763 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 75.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
სატელეფონო კოდი 262x0
საფოსტო ინდექსი 27x xx
საავტომობილო კოდი HA
ოფიციალური საიტი nailias.gr

ელისი ან ელია (ბერძ. Ήλις ან Ήλεία, Elis) — ნომი საბერძნეთში, დასავლეთ საბერძნეთის პერიფერიაში. ელისის ნომის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი ოლიმპია, სადაც ტარდებოდა ოლიმპიური თამაშები.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პირგოსი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისის ჩრდილოეთი წერტილი არის 38 ° 06'N, დასავლეთი 22 ° 12'E, სამხრეთი 37 ° 18'N, და აღმოსავლეთი 21 ° 54'E. ელისის ნომის ნაწილია ორი პატარა ნახევარკუნძული.

ყველაზე გრძელი მდინარეა ალფეოსი. სხვა მდინარეები ერიმანთოსი, პინეიოსი და ნედა. ალფეოსი, პინეიოსი და ნედა ერთვის იონიის ზღვას ელისის ნომის ტერიტორიაზე.

პერიფერიული ერთეულის აღმოსავლეთი ნაწილი ტყითა დაფარული, სამხრეთში ძირითადად ფიჭვით . მთათა სისტემა მოიცავს: მოვრი (400 მ), დივრი (დაახლოებით 1500 მ), მინთე (დაახლოებით 1100 მ), და სხვა. ნიადაგის დაახლოებით ერთი მესამედი ნაყოფიერია, დანარჩენი მთიანია და გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობის კულტურებისთვის.ჭაობები დაშრობილი იქნა სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისათვის, ჭაობების მხოლოდ 10 კმ ² შემონახული და არის დაცული.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელისის ნომში არის ხმელთაშუა ზღვის კლიმატი, ცხელი, მზიანი ზაფხულით. ტემპერატურა 40 °C-ზე მაღლა არ დაფიქსირებულა. მაღალმთიანი რაიონები ზამთარში თოვლითაა დაფარული. ელისი უფრო ტენიანი, ვიდრე აღმოსავლეთი პელოპონესი.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიფერიული ერთეული აქაია იყოფა 7 მუნიციპალიტეტად.

ოლიმპია (1)
ანდრავიდა-კილინი (2)
ანდრიცაინას-კრესტენონი (2)
ელისი (2)
პინეიოსი (2)
პირგოსი (2)
ზაქარო (2)

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურ დროში ელისი იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის ცენტრი იყო ქალაქი ელისი და წმინდა ადგილი — ქალაქი ოლიმპია, სადაც ანტიკური ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა ძვ. წ. 776-დან 394 წლამდე. ძვ.წ. 146 წლიდან ელისი აქაიას პროვინციის ნაწილი იყო რომის იმპერიის ფარგლებში. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ ელისი გადავიდა ბიზანტიის იმპერიის მმართველობის ქვეშ.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ჯვაროსნებმა დასავლეთ ევროპიდან შექმნეს აქაიას სამთავრო, რომელშიც შედიოდა ელისი. სამთავრო არსებობას აგრძელებდა 1204-წლიდან 1460 წლამდე, როდესაც ის დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ.

ოსმალეთის იმპერია მართავდა საბერძნეთის დიდ ნაწილს 1821 წლის საბერძნეთის რევოლუციამდე.

მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ზარალი მიადგა ელისს, დაზიანდა სახლები, ადამიანები დარჩნენ უსახლკაროდ, და ამის შემდეგ საბერძნეთის სამოქალაქო ომმა კიდევ უფრო დიდი ნგრევა და ეკონომიკური ვარდნა მოუტანა რეგიონს და მთლიან ქვეყანას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]