შინაარსზე გადასვლა

ელენას მოჩვენება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენას მოჩვენება
ჟანრი დრამა
რომანტიკა
ავტორი უმბერტო კიკო ოლივიერი
შეიმუშავა Telemundo Studios, Miami
მონაწილეობენ ელიზაბეტ გუტიერესი
სეგუნდო სერნადასი
ანა ლაიევსკა
ფაბიან რიოსი
მარიცა ბუსტამანტე
კატი ბარბერი
ზული მონტერო
კარლოს მონტილია
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 117
წარმოება
ადგილ(ებ)ი მაიამი
ხანგრძლივობა 42 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი Telemundo
ჩვენების ფორმატი HDTV 1080i
აუდიო ფორმატი სტერეო
ეთერში 20 ივლისი, 2010 (2010-07-20) — 7 იანვარი, 2011 (2011-01-07)
რესურსები ინტერნეტში
საიტი

ელენას მოჩვენება„ტელემუნდო სტუდიოს“ 2010-2011 წლის ტელენოველა. იგი წარმოადგენს 1983 წელს გადაღებული, „ვენევისიონის“ სერიალის, „ხულიას” ახალ ვერსიას. გადიოდა ინგლისური სუბტიტრებით. საქართველოში სერიალი გადიოდა 2011 წელს, ტელეარხის რუსთავი 2 ეთერში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ელენა ლაფე (ელიზაბეტ გუტეირესი) და მისი მამა პატარა, მაგრამ ნაყოფიერი სასტუმროს მფლობელები არიან ზღვის სანაპიროზე. მამამ შვილი ამ წყნარ ადგილას გაზარდა, ქალაქის ცხოვრებიდან შორს. ელენა ლამაზი, სამართლიანი, კეთილი გოგონაა, რომელიც ჯერ ნამდვილ სიყვარულს ვერ შეხვდა. როგორც სერიალის მთავარი გმირი, ედუარდო, ელენასაც ისევე უყვარს ბუნება და ცხენები. ის თავის ცხენს, მეტსახელად ”ბოშას” დიდი სიყვარულით უვლის. ედუარდო ხირონი (სეგუნდო სერნადასი) ახალგაზრდა, მდიდარი და წარმატებული მეჯინიბეა. ის სახელგანთქმული გვარის წარმომადგენელია. გვარის, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით, მაგრამ საგულდაგულოდ მალავს საიდუმლოებებს. ერთი წლის წინ, ედუარდომ ცოლად შეირთო, მისი ერთ ერთი დეიდაშვილი, მაგრამ გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა ქორწინების შემდეგ, სახლის კოშკიდან გადმოვარდნის შედეგად. ეს შემთხვევა პოლიციამ ნორმალურად არ გამოიძია. ამ დეიდაშვილსაც ელენა ერქვა - ელენა კალკანიო (ანა ლაიევსკა). ერთ დღეს ელენა ლაფე, ედუარდოს დაჭრილს პოულობს და იგი თავის სასტუმროში მიჰყავს გამოსაჯანმრთელებლად. წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდება.

ედუარდოს ელენა თავის სახლში მიჰყავს, სადაც მის გარდა იქ ცხოვრობენ მისი ძმა, დარიო ხირონი, ძმის ცოლი რებეკა დე ხირონი (კატი ბარბერი), ძმის ცოლის და კორინა (მარიცა ბუსტამანტე), ძმის შვილი - ბენჯამინი და ელენა კალკანიოს დედობილი - ლატონია. ედუარდოს ნათესავების უმეტესობა, ელენა ლაფეს მაშინვე აითვალწუნებენ, მისი სოციალური მდგომარეობის გამო.

ელენა ლაფე მალე შეიტყობს ოჯახის საიდუმლოს შესახებ. მას მოსვენებას არ აძლევს გარდაცვლილი ელენა კალკანიოს მოჩვენება, რომელიც ელენა ლაფეს, მოკვლას, გაგიჟებას ცდილობს... ელენა ლაფე იმასაც გაიგებს, რომ ცოლის მკვლელობაში ედუარდოა ეჭვმიტანილი. დეტექტივი ელენას ეტყვის რომ ყველა ქალი რომელსაც ედუარდო ხვდებოდა მდიდარი იყო და შემდეგ ისინი საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. ამას ისიც დაემატება, რომ ელენას მისი ბებია მარგო (ზული მონტერო), დიდძალ ქონებას უტოვებს. ელენას ეჭვი უჩნდება, რომ ედუარდომ იცოდა ყველაფერი მისი ქონების შესახებ და ცოლად ამიტომაც მოიყვანა. ქალს შიში იპყრობს რომ ედუარდო მასაც მოკლავს, მაგრამ შესაძლოა ედუარდოს ეს ელენას მოჩვენებამ დაასწროს?!

მსახიობები და როლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მსახიობიპერსონაჟი
ელიზაბეტ გუტიერესიელენა ლაფე
სეგუნდო სერნადასიედუარდო ხირონი
ფაბიან რიოსიმონტეკრისტო პალასიოსი
ანა ლაიევსკაელენა კალკანიო / დანიელა კალკანიო
მარიცა ბუსტამანტეკორინა სანტანდერი
კარლოს მონტილიადარიო ხირონი
ელუზ პერასალატონია
კატი ბარბერირებეკა დე ხირონი
ზული მონტერომარგო უსკატესი
ჯესიკა მასიდულსე უსკატეგი
ჰენრი ზაკადეტ. ალან მარტინი
მარისოლ კალერონენა ოჩოა
ხუან პაბლო ლიანოუალტერი
ვანდა დი სიდოროლაურა ლუნა
ლიანეტ ბორეგომილეიდი მარგარიტა
მაურისიო ენაომიჩელი
ისაბელა კასტილიოანდრეა
ადრიან კარვახალიბენხამინი
ვიქტორ კორონაკალიმა
ბეატრის მონროიხესუსა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]