Telemundo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტელემუნდო)
Jump to navigation Jump to search
Telemundo
Telemundo logo 2012.svg
სლოგანი "Atrévete a más" (გაბედე მეტი)
ქვეყანა აშშ
მაუწყებლობის ზონა თანამგზავრული, საერთაშორისო
დაფუძნდა 1954
დამფუძნებელი ანხელ რამოსი
მფლობელი Comcast
საიტი telemundo.com

Telemundo (ქართ. ტელემუნდო) — ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელი აშშ-ში, მეორე უდიდესი ესპანურენოვანი ტელემწარმოებელი მსოფლიოში[1] და ასევე მეორე უდიდესი ესპანურენოვანი სატელევიზიო ქსელი აშშ-ში უნივისიონის (Univision) შემდეგ.[2] ტელემუნდოს მფლობელია Comcast-ი, თუმცა NBCUniversal Telemundo Enterprises-ის დანაყოფ NBCUniversal-ის გავლით.

ტელემუნდო 142 საჰაერო გადამცემის, საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობით ფარავს ესპანური და ლათინოამერიკული მოსახლეობის 58%-ს.[3] 2007 წელს, მის საკვირაო პრაიმ-ტაიმის ეთერს 1 035 000 ადამიანი უყურებდა. ტელემუნდო ერთადერთი ესპანურენოვანი ქსელია, რომელიც ამ სამყაროს ყველაზე მეტ ტელენოველას აწარმოებს. ტელეარხის მრავალი პროგრამა სუბ-ტიტრებით გადის როგორც ინგლისურ, ისე ესპანურ ენებზე.[4]

ტელემუნდო 1954 წელს სატელევიზიო სადგურითურთ ანხელ რამოსმა დააარსა პუერტო-რიკოს დედაქალაქ სან-ხუანში. კომპანიის მფლობელი, ტელემუნოდს კომუნიკაციების ჯგუფი (Telemundo Communications Group) NBC Universal-ის ნაწილია. ტელემუნდოს ამჟამინდელი პრეზიდენტია ლუის სილბერვასერი. ტელეარხში დასაქმებულია 1 900 ადამიანი;[5] სათავო ოფისი მდებარეობს ფლორიდის შტატში, მაიამის გარეუბან ჰაიალიაში.[6] შოუებისა და პროგრამების ძირითადი ნაწილი მაიამის სტუდიებში იწარმოება. 2011 წლის მონაცემებით, ტელემუნდოს ტელენოველების 85% ასევე მაიამიში იწარმოებოდა.[7]

მისი ყველაზე გახმაურებული სერიალებია შტორმი (La Tormenta, უჩვენეს 150 ქვეყანაში), Bella Calamidades (110 ქვეყანა), ფარული ვნება (Pasión De Gavilanes, 102 ქვეყანა), Zorro: La Espada y la Rosa (98 ქვეყანა), სად არის ელისა? (¿Dónde Está Elisa?, 90 ქვეყანა), დონა ბარბარა (Doña Bárbara, 80 ქვეყანა), Más Sabe el Diablo (75 ქვეყანა), ელენას მოჩვენება (El Fantasma de Elena, 70 ქვეყანა), სამხრეთის დედოფალი (La Reina del Sur, 70 ქვეყანა), El Rostro de Analía (60 ქვეყანა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Telemundo&oldid=3453169“-დან