შინაარსზე გადასვლა

ელენე ცაგარეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენე ცაგარეიშვილი
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1930
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 13 მაისი, 2020 (89 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი[1] , არმენოლოგი[1] და წყაროთმცოდნე[1]
მუშაობის ადგილი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
მეუღლე დავით კაციტაძე

ელენე ცაგარეიშვილი (დ. 1 ივლისი, 1930, ქუთაისი — გ. 13 მაისი, 2020) — ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, არმენოლოგი და წყაროთმცოდნე.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. არმენოლოგი, საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის საისტორიო წერილობითი ძეგლების განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ელენე ცაგარეიშვილი, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის ილია აბულაძის მოსწავლე იყო, ინსტიტუტის დაარსების დღიდან ჩაება მის საქმიანობაში.

წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა— „იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია“, დაიცვა 1965 წელს. ელენე ცაგარეიშვილს ეკუთვნის ძველი სომხური საისტორიო წყაროების არაერთი გამოცემა და თარგმანი, მათ შორის სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“, არისტაკეს ლასტივერტცის „ისტორია“, იოანე დრასხანკერტცის „სომხეთის ისტორია“ და სხვა, რომელთაც სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანეს ამ ტექსტებში დაცული უმნიშვნელოვანესი ცნობები საქართველოს შესახებ.

ელენე ცაგარეიშვილის მეუღლე იყო აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, ირანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით (დევი) კაციტაძე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000440/