ეკატერინბურგის ნათლისღების საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის ნათლისღების საკათედრო ტაძარი
ეკატერინბურგის ნათლისღების საკათედრო ტაძარი — რუსეთი
ეკატერინბურგის ნათლისღების საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°50′16″ ჩ. გ. 60°35′49″ ა. გ. / 56.83778° ჩ. გ. 60.59694° ა. გ. / 56.83778; 60.59694
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი ააფეთქეს 1930 წელს
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე

ეკატერინბურგის ნათლისღების საკათედრო ტაძარი (რუს. Богоявленский собор) — ყოფილი მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ეკლესია შენდებოდა 1771-1774 წლებში.

ტაძარი ააფეთქეს 1930 წელს. აგებული იყო ბაროკოს სტილში. 1919 წლიდან ტაძარი იყო საკათედრო. ითვლებოდა ქალაქის ერთ-ერთ არქიტექტურულ და სასულიერო სიმბოლოდ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათლისღების საკათედრო ტაძრის საფუძვლის ქვა აღმოჩენილი გათხრების დროს. დგას ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძართან

1745 წელს, რათა შეეცვალათ მოძველებული ეკატერინეს სახელობის ტაძარი სავაჭრო მოედანზე, დაიწყეს ხის ნათლისღების ეკლესიის მშენებლობა, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1747 წელს. 1755 წელს ეკლესიას მიაშენეს პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეგვტერი. 1770 წელს ეს ეგვტერი დაშალეს და გადაიტანეს ამაღლების გორაზე, სადაც აღადგინეს და ჩამოაყალიბეს ეკატერინბურგის ამაღლების ტაძარი, ხოლო მის ადგილზე 1771 წლის 17 ივლისს ააგეს ქვის ორსართულიანი ტაძარი. ნათლისღების საკურთხეველი პირველ სართულზე აკურთხეს 1774 წლის 30 აპრილს. 1833 წლიდან ტაძარმა საკათედროს სტატუსი მიიღო. 1906 წელს ტაძრის სიახლოვეს აღმართეს ალექსანდრე II-ის ძეგლი, რომელიც დღემდე არ შემორჩენილა. ტაძართან იმართება ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ლიტანიობა, საპატიო სტუმრებთან შეხვედრა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ტაძარი პოლკის ეკლესიად გამოიყენებოდა 126-ე სათადარიგო ქვეითი პოლკისათვის.

1930 წლის იანვარში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა, ხოლო ამავე წლის ზაფხულში ააფეთქეს სამშენებლო მასალების მისაღებად.

ტაძარი აგებული იყო XVIII საუკუნისათვის დამახასიათებელ ბაროკოს სტილში. თანამედროვეთა დაკვირვების თანახმად, ნათლისღების ტაძარი ძლიერ ჩამოჰგავდა სანქტ-პეტერბურგის წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარს[1]. შენობის სიგრძე იყო 55,5 მეტრი, სიგანე - 25,6, ხოლო სიმაღლე - 40,5 მეტრი. ხუთსართულიანი სამრეკლოს სიმაღლე აღწევდა 66,2 მეტრს და 100 წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე მაღალი არქიტექტურული ნაგებობა ქალაქში. 180 კვ. საჟენის ფართობის მქონე ტაძარი იტევდა 4 500 ადამიანს. შენობა შეღებილი იყო ცისფრად.

მთავარი ტაძრის კანკელი იყო სამსართულიანი, ხოლო ეგვტერებისა ორსართულიანი. სამრეკლოზე ეკიდა 9 ზარი, რომელთა საერთო წნა იყო 10 ტონა.

2000-იანი წლების ბოლოდან, ეკატერინბურგის ეპარქიის ხელმძღვანელობამ დააყენა საკითხი ტაძრის ტერიტორიაზე ეკატერინბურგის ეპისკოპოსების დაკრძალვისათვის ადგილის გამოყოფის შესახებ, რამაც გამოიწვის კამათი ქალაქის ხელისუფლებასთან[2][3]..

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]