ეკატერინბურგის ამაღლების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის ამაღლების ტაძარი
ეკატერინბურგის ამაღლების ტაძარი — რუსეთი
ეკატერინბურგის ამაღლების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°50′41″ ჩ. გ. 60°36′47″ ა. გ. / 56.84472° ჩ. გ. 60.61306° ა. გ. / 56.84472; 60.61306
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6610019000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ეკატერინბურგის ამაღლების ტაძარი (რუს. Храм Вознесения Господня) — ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ტაძარი შენდებოდა 1792-1818 წლებში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

მდებარეობს მისამართზე: 620151, ეკატერინბურგი, ამაღლების მოედანი, 1.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1770 წლის მაისში და აკურთხეს ამავე წლის 19 სექტემბერს. თავდაპირველად ეს იყო ძალიან პატარა ხის სტრუქტურა. 1789 წლისათის ტაძრის შენობა უკვე არასაიმედო იყო და მრევლის თხოვნით გადაწყვეტილება მიირეს აეშენებინათ ქვის ორსართულიანი ეკლესია. ქვედა სართული იყო ღვთისმშობლის შობის, ხოლო ზედა - ქრისტეს ამაღლების სახელზე ნაკურთხი.

XIX საუკუნის განმავლობაში არაერთხელ დააშენეს და გააფართოეს. 1834 წელს მღვდელთმსახურმა და მრევლმა გადაწყვიტა მიეშენებინათ ტაძრისთვის ორი ეგვტერი სამხრეთით და ორი ეგვტერი ჩრდილოეთით და გადაეხურათ. XX საუკუნის დასაწყისისათვის უკვე გაფართოვებულ ტაძარს ჰქონდა ექვსი ეგვტერი: ამაღლების, ღვთისმშობლის შობის, ხარების, წმინდა მიტროფანეს სახელობის, ელია წინასწარმეტყველისა და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელებზე. ქვედა სართული გამოყოფილი იყო ვაჟთა ერთკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლისათვის.

1926 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. მოგვიანებით მასში განათავსეს თავდაპირველად სკოლა, შემდეგ კი ისტორიულ-რევოლუციური მუზეუმი. 1991 წლის 15 თებერვალს უფლის მირქმის დღესასწაულზე ტაძარში მრავალი წლის შემდეგ პირველად აღევლინა ლიტურგია.

2011 წლის შემოდგომიდან 2014 წლის ოქტმბრამდე ტაძრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი პიმენ ადარჩენკო. 2014 წლის 18 ოქტომბერს ეკატერინბურგელმა სასულიერო პირმა ნიკოლაი ტარანტინმა მრევლს წარუდგინა ახალი წინამძღვარი - დეკანოზი ალექსი კულბერგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]