ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძარი
ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძარი — რუსეთი
ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°50′13″ ჩ. გ. 60°35′14″ ა. გ. / 56.83694° ჩ. გ. 60.58722° ა. გ. / 56.83694; 60.58722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია სვერდლოვსკის ოლქი
ადგილმდებარეობა ეკატერინბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XXI საუკუნე

ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძარი (რუს. Храм Святителя Иннокентия Московского) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ეკატერინბურგში. ეკლესია დაარსდა 2001 წლის 18 სექტემბერს.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათლისღების საკათედრო ტაძრის საფუძვლის ქვა აღმოჩენილი გათხრების დროს. დგას ეკატერინბურგის ინოკენტი მოსკოველის ტაძართან

ტაძარი დაარსდა 2001 წელს მოსკოვის მიტროპოლიტ ინოკენტის სახელზე. 2001 წლის 18 სექტემბერს მისმა მაღალუსამღვდელოესობამ ეკატერინბურგისა და ვერხოტურეს ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა ვიკენტიმ ლენინის პროსპექტის ნომერ 11ა-ში აკურთხა კარის ეკლესია წმინდა ინოკენტის, მოსკოვის პატრიარქის სახელზე. ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს მისიონერული და კატეხიზაციის განყოფილების წევრი ვლადიმირ ზაიცევი. მრევლის ცხოვრების მთავარი სულისჩამდგმელი იყო მღვდელი ალექსანდრე იგონინი. ძალიან მალე ახალი ტაძრის თემის რაოდენობამ მიაღწია 100 მუდმივ მრევლს. წელიწადში ორჯერ აღნიშნავდნენ ტაძრის ძირითად დღესასწაულს: დიდ და მცირეს (13 აპრილი და 6 ოქტომბერი).

2010 წლიდან ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა ილია ალექსანდროვი. 2011 წლის სექტემბრიდან ტაძარში ასევე მსახურობდა დიაკვანი იგორ კონსტანტინოვი, რომელიც მღვდლად აკურთხეს ქალაქ არამილის ტაძარში.

ამჟამად ტაძარში მსახურობს წინამძღვარი ანდრეი სკორმინი, რომელიც მღვდლად ხელდასხმულ იქნა 2012 წელს.

აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დააწყების შემდეგ და რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპაციისას წმინდა ინოკენტის ტაძარი ასევე გამოიყენებოდა ჰუმანიტარული დახმარების შესანახად, რომელიც იგზავნებოდა გაეროს მიერ არაღიარებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში[1]. ტაძარზე გამოფინეს ე. წ. ნოვოროსიის დროშა[1]. ტაძარში ასევე იკრიბებოდნენ მოხალისეები, რომლებიც იბრძოდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში[1]. ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში ტაძრის წინამძღვრის დახმარებით იგზავნებოდნენ[1].

2015 წლის 11 მარტს მამა ვლადიმირ ზაიცევმა განაცხადა, რო მოხალისეები მიემგზავრებიან იქ, სადაც „წყდება რუსეთის ბედი“[2].

ამ ამბებიდან მალევე შეიკრიბა ეპარქიული საბჭო, რომელმაც მიტროპოლიტ კირილის ხელმოწერით მიიღო გადაწყვეტილება და მამა ვლადიმირს აუკრძალა ღვთისმსახურება. იგი გააგზავნეს განინა-იამის მონასტერში[3]. ამ გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ურალის საზოგადოებაში და უკვე 2015 წლის აპრილში მღვდელი დააბრუნეს ძველ ადგილზე ღვთისმსახურებისათვის, რომელმაც განინა-იამის მონასტერში სულ ორი კვირა დაჰყო[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]