ეთერ კოღონია
იერსახე
| ეთერ კოღონია | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
1932 სსრკ |
| გარდაცვალების თარიღი |
1 აპრილი, 1993 სოხუმი, საქართველო |
| საქმიანობა | მსახიობი |
| მეუღლე(ები) | ივანე თარბა |
| ჯილდოები |
საქართველოს სახალხო არტისტი (1982), აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი |
ეთერ კოღონია (აფხ. Еҭери Коӷониаԥҳа; დ. 1932 — გ. 1 აპრილი, 1993, სოხუმი, საქართველო) — საბჭოთა, აფხაზი თეატრის მსახიობი, აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1982).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ჯერ კიდევ თეატრალური ინსტიტუტში სწავლის დროს მიიწვიეს გრიბოედოვის თეატრში მაყვალა მრევლიშვილის პიესაში გრიბოედოვის მეუღლის, ნინო ჭავჭავაძის როლი ითამაშა.
თარგმნიდა პიესებს რუსულიდან აფხაზურ ენაზე, რომლებიც შემდეგში სოხუმის თეატრში იდგმებოდა. დაიღუპა აფხაზეთის ომის დროს საკუთარ ეზოში მოხვედრილი ჭურვით 1993 წელს.[1]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტი
- აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
- 1971 — საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[2]
- 1982 — საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი[3]