ევსევი ბარამიძე
ევსევი ბარამიძე | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 17 ივლისი, 1895 |
დაბ. ადგილი | შემოქმედი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1960 (65 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() ![]() |
საქმიანობა | კარტოგრაფი |
ევსევი ნიკიფორეს ძე ბარამიძე (დ. 17 ივლისი, 1895, შემოქმედი, (ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), — გ. 10 ოქტომბერი, 1960, თბილისი) — ქართველი ტოპოგრაფ-კარტოგრაფი.
1914 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში კავკასიის მე-15 მსროლელი პოლკის შემადგებლობაში. ომის ბოლოს ჰქონდა შტაბს-კაპიტნის წოდება, დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV („მამაცობისთვის“), წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაბთით) და II (მახვილებითა და ბაბთით), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (ოქროს იარაღი მამაცობისთვის, 1917). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში.
საბჭოთა პერიოდში მუშაობდა საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოში საქართველოს დარაიონების სექტორის გამგედ, აგრეთვე დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციაში. 1935-1937 წლებში საქართველოს ცაკის წევრი. 1937 წლიდან 1947 წლამდე გადასახლებაში იყო (რეაბილიტირებულია 1955 წელს). 1947 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტოპოგრაფ-კარტოგრაფად. ევსევი ბარამიძე მონაწილეობდა საქართველოს და მისი ცალკეული რაიონების რუკების შედგენაში, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ისტორიული რუკა (1923, რედაქტორი ივანე ჯავახიშვილი), სვანეთის ადმინისტრაციულ-გეოგრაფიული რუკა (1925, რედაქტორი ე. გაბლიანი), საქართველოს ტოპოგრაფიული რუკა (1932, ხელმძღვანელი ალექსანდრე ჯავახიშვილი) და სხვა. იყო მთელი რიგი რუკების საშრიფტო ორიგინალის შემსრულებელი. მოამზადა კარტოგრაფიული შრიფტების ალბომი. ევსევი ბარამიძემ პირველმა შეადგინა საქართველოს რუკა იმ ისტორიული საზღვრებით, რაც 1919 წელს ივანე ჯავახიშვილმაც აღწერა. მოგვიანებით ეს რუკა ჯავახიშვილის რედაქტორობით გამოიცა. 1937–1947 წლებში იყო გადასახლებული (რეაბილიტირებულია 1955 წელს). 1947 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Барамидзе Евсевий, «Памяти героев Великой войны 1914–1918».
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბარამიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 356.
- დაბადებული 17 ივლისი
- დაბადებული 1895
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- გარდაცვლილი 10 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1960
- თბილისში გარდაცვლილები
- ქართველი კარტოგრაფები
- ქართველი სამხედრო მოღვაწეები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- წმინდა ანას IV ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები