ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტიევროკავშირის ერთ-ერთი დამხმარე ინსტიტუტი, რომელიც შედგება 350 წევრისაგან, რომლებიც ეკონომიკისა და სოციალური სფეროს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან. წევრების კანდიდატურას წარადგენენ ეროვნული მთავრობები და მათ 5 წლის ვადით ნიშნავს ევროკავშირის საბჭო. მრავალი საკითხის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ამ კომიტეტის აზრის მოსმენა. გარდა ამისა, კომიტეტს საკუთარი ინიციატივით შეუძლია წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები. ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მეშვეობით თანამეგობრობის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვაჭრობას, მრეწველობასა და პროფესიულ კავშირებს. ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი დაარსდა 1957 წელს, როგორც საერთო ბაზარზე არსებული პრობლემების განხილვის მთავარი ფორუმი. კომიტეტი წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის დასკვნებსა და მოსაზრებებს აწვდის უფრო მსხვილ ინსტიტუტებს, კერძოდ კი საბჭოს, კომისიას და ევროპარლამენტს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]