ევროპის ავადმყოფი ადამიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაზეთ პანჩის კარიკატურა, დათარიღებულია 1896 წლის 28 ნოემბრით. მასზე წარმოდგენილია სულთანი აბდულჰამიდ II პოსტერის წინ, რომელიც იტყობინება ოსმალეთის იმპერიის რეორგანიზებას. იმპერიის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ფუნტია. რუსეთი, საფრანგეთი და ინგლისი წარმოჩენილია რეორგანიზაციის ხელმძღვანელებად. კარიკატურა იმ პერიოდის ოსმალეთის იმპერიის დასუსტებას ასახავს.

ევროპის ავადმყოფი ადამიანი“ — ტერმინი, რომელიც მიეკუთვნება ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ეკონომიკურ სიდუხჭირეს ან გაღატაკებას განიცდიან. ტერმინი პირველად XIX საუკუნეში გამოიყენეს, რათა აღეწერათ ოსმალეთის იმპერიის მდგომარეობა, თუმცა ამის შემდეგ დროდადრო ევროპის თითქმის ყველა მთავარ ქვეყანას მიეკუთვნებოდა.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაზას „ევროპის ავადმყოფი ადამიანი“ ჩვეულებრივ რუსეთის იმპერიის მეფეს, ნიკოლოზ I-ს მიაკუთვნებენ, რომელმაც ოსმალეთის იმპერია მოიხსენია ამგვარად. იმ დროს ოსმალეთის იმპერია სულ უფრო ექცეოდა ევროპული ძალების ფინანსური გავლენის ქვეშ და რამდენიმე სერიული წარუმატებელი ომის შემდეგ ტერიტორიებს კარგავდა. თუმცა, ის მაინც უცნობია თუ ზუსტად ამ ფრაზის სიტყვები წარმოთქვა მან თუ არა. წერილებში, რომელიც სერ ჯორჯ ჰამილტონ სეიმორმა, ბრიტანეთის ელჩმა რუსეთში ლორდ ჯონ რასელს გაუგზავნა, ყირიმის ომის მსვლელობისას, არის ნიკოლოზ I-ის ციტირება, რომელშიც ნათქვამია, რომ ოსმალეთის იმპერია „ავადმყოფი ადამიანია — ძალიან ავადმყოფი ადამიანი“, „ადამიანი“, რომელიც „უძლურობის მდგომარეობაში ჩავარდა“, ან „ავადმყოფი ადამიანი ... სერიოზულად ავადაა“.[1][2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. de Bellaigue, Christopher. "Turkey's Hidden Past". New York Review of Books, 48:4, 2001-03-08.
  2. de Bellaigue, Christopher. "The Sick Man of Europe". New York Review of Books, 48:11, 2001-07-05.
  3. "Ottoman Empire." Britannica Student Encyclopedia. 2007. Encyclopædia Britannica Online. 19 Apr. 2007.