ევა ჰესე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევა ჰესე
დაიბადა 11 იანვარი, 1936 წელი
დაბადების ადგილი ჰამბურგი[1] [2]
გარდაიცვალა 29 მაისი, 1970 წელი
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[1] [2]
ეროვნება ამერიკელი
სფერო ქანდაკება
მიმდინარეობა პოსტმინიმალიზმი
ჟანრი მინიმალიზმი და აბსტრაქციონიზმი[2]
პარტნიორები ტომ დოილი

ევა ჰესე (დ. 1936 წლის 11 იანვარს — გ. 1970 წლის 29 მაისს) — წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი მოქანდაკე, რომელიც ცნობილი იყო თავისი პიონერული მოღვაწეობით ისეთ მასალებში, როგორებიცაა ლატექსი, მინა ბოჭკო და პლასტმასის მასალები. ის ერთ – ერთი მხატვარია, რომელმაც 1960-იან წლებში შექმნა პოსტმინიმალური ხელოვნების მოძრაობა.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლის 11 იანვარს ჰესე დაიბადა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში, ებრაელების ოჯახში. [3] როდესაც ჰესე ორი წლის იყო, მისმა მშობლებმა, ნაცისტური გერმანიიდან გაქცევის იმედით, თავის უფროს დასთან, ჰელენ ჰესე ჩარაშთან ერთად ნიდერლანდებში გაგზავნეს.

თითქმის ექვსი თვის განცალკევების შემდეგ, გაერთიანებული ოჯახი, საცხოვრებლად ჯერ ინგლისში გადავიდა და შემდეგ, 1939 წელს, ემიგრაციაში ნიუ-იორკში წავიდა. [4] 1944 წელს ჰესეს მშობლები დაშორდნენ; მამა, 1945 წელს ხელმეორედ დაქორწინდა, ხოლო დედამ 1946 წელს თავი მოიკლა. 1962 წელს ჰესე შეხვდა და დაქორწინდა მოქანდაკე, ტომ დოილთან (1928–2016); ისინი განქორწინდნენ 1966 წელს. [5]

1969 წლის ოქტომბერში ჰესეს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ერთი წლის განმავლობაში, სამი უშედეგო ოპერაციის შემდეგ, იგი 1970 წლის 29 მაისს გარდაიცვალა. 34 წლის ასაკში, ჰესეს გარდაცვალებასთან ერთად, დასრულდა მისი ხანმოკლე მაგრამ უაღრესად გავლენიანი კარიერა.[6]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 წლის ასაკში, ჰესემ დაამთავრა ნიუ იორკის School of Industrial Art და 1952 წელს ჩაირიცხა Pratt Institute-ში, საიდანაც გაირიცხა ერთი წლის თავზე.[7] 18 წლის ასაკში, მან სტაჟირება გაიარა ჟურნალ Seventeen-ში. ამ პერიოდის განმავლობაში მან გაიარა სასწავლო კურსი სტუდენტთა სამხატვრო ლიგაში.[8] 1954—57 წლებში სწავლობდა Cooper Union-ში და 1959 წელს მიიღო იელის უნივერსიტეტის, ბაკალავრის ხარისხი. იელში ჰესეს ხელმძღვანელი იყო ჯოზეფ ალბერსი და მასზე დიდ გავლენას ახდენდა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი. [9] [10]

იელის შემდეგ, ჰესე დაბრუნდა ნიუ–იორკში [11], სადაც იგი დაუმეგობრდა ბევრ სხვა ახალგაზრდა მინიმალისტ მხატვარს, მათ შორის იყვნენ სოლ ლევეტ, დონალდ ჯუდი, იაოი კუსამა და სხვები.[12] მისი მჭიდრო მეგობრობა სოლ ლევიტთან სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.[13] მათ ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან. ერთ-ერთი წერილი, რომელიც 1965 წელს, ლევიტმა ჰესეს მიწერა, სადაც ის ახალგაზრდა ევას ურჩევს, რომ შეწყვიტოს ფიქრი, უბრალოდ ადგეს და საქმე გააკეთოს, გახდა საკმაოდ ცნობილი და ის ბენედიქტ კამბერბეჩმა, ღონისძიებაზე Letters Live, წაიკითხა.[14]

მეთოდი, მასალა და პროცესი

ჰესეს ადრეულ ნამუშევრებს (1960–65), ძირითადად აბსტრაქტული ნახატები და ფერწერა შეადგენდა. [7] ეს ნამუშევრები მიჩნეულია მისი ძირითადი ნამუშევრების, ქანდაკებების წინა ეტაპად, და ამიტომ ნაკლებად ცნობილია. თუმცა, ნახატების უმეტესი ნაწილი მან შექმნა, როგორც ცალკეული ნაშრომი. მისი თქმით, "ნამუშევრები დაკავშირებულები იყვნენ ჩემთან, რადგან ისინი მე შევქმენი, მაგრამ ისინი, ერთი მეორეს არ ავსებენ. [15]

ნამუშევრების შენარჩუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს ევა ჰესეს ქანდაკებები. მინაბოჭკოვანი ქანდაკებების გამოკლებით, მისი ნამუშევრების, უმეტესობა დაძველდა. მათი შენარჩუნება კონსერვატორებს უზარმაზარი გამოწვევის წინაშე აყენებს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ნამუშევარები გამოფენამდე ვერ აღწევს და ზიანდება. მაგალითად, Sans III–ის გამოფენა შეუძლებელია, რადგან ლატექსის ყუთები თავისით დეფორმირდა და დაიმსხვრა. ჰესეს ახლო მეგობარი სოლ ლევეტი ამტკიცებდა, რომ გადასადგმელი იყო აქტიური ნაბიჯები კონსერვაციისთვის: "მას სურდა, რომ მის ნამუშევრბს ეარსებათ... რა თქმა უნდა, იგი მოიმოქმედებდა რამეს და არ შეეგუებოდა ნამუშევრების დაძველებას და განადგურებას"[16] ლევიტის მოსაზრებას ჰესეს ბევრი სხვა მეგობარი და კოლეგა მხარს უჭერს, თუმცა ჰესეს მიერ ნამუშევრებისთვის მასალის შერჩევა და პროცესის წარმართვა ეწინააღმდეგება განზრახვას, რომ ამ ნამუშევრებმა სამუდამოდ უნდა იარსებონ. კოლექციონერებზე ფიქრისას, მან ერთხელ დაწერა: "თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, როდესაც ვიგებ რომ ხალხს ჩემი ნამუშევრების შეძენა სურს. ვფიქრობ, რომ მათ ეს იციან, თუმცა მე მინდა მათ მივწერო წერილი, რომ ეს ნამუშევარი სამუდამოდ არ იარსებებს. დარწმუნებული არ ვარ, რას ნიშნავს ეს სამუდამოდ არსებობა ჩემთვის. ჩემი ნაწილი გრძნობს, რომ ეს სამუდამოება ზედმეტია და თუ მე მჭირდება რეზინის გამოყენება, ის უნდა გამოვიყენო, ეს უფრო მნიშვნელოვანია. ცხოვრება არ გრძელდება; ხელოვნება არ არის სამუდამო."[17]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20-ზე მეტი მისი ნამუშევარი წარმოდგენილია ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.[18] ჰესეს ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია წარმოდგენილია ვისბადენის მუზეუმში.

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118967967 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 RKDartists
  3. SFMOMA exhibit notes, 2002 for Hamburg; Danto 2006, p.32 for family being observant Jews.
  4. Lippard 1992, p. 6 and in the Chronology: THE ARTIST'S LIFE, p. 218.
  5. (2004) Encyclopedia of World Biography Vol. 7, 2nd, Detroit: Gale, გვ. 365–367. 
  6. Eva Hesse Documentary. ციტირების თარიღი: 12 August 2017.
  7. 7.0 7.1 Encyclopedia of World Biography. 
  8. The Art Story. ციტირების თარიღი: March 12, 2017
  9. SFMOMA exhibit notes, 2002.
  10. Josef Albers, Eva Hesse, and the Imperative of Teaching | Tate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 აგვისტო 2019. ციტირების თარიღი: 11 August 2017
  11. Great women artists. 
  12. „My Memories of Eva Hesse“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  13. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-17. ციტირების თარიღი: 2014-08-21.
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-16. ციტირების თარიღი: 2020-02-16.
  15. New Encounters: Arts, Cultures, Concepts: Eva Hesse: Longing, Belonging, and Displacement. London, UK: Tauris. 
  16. Keats, John. "The Afterlife of Eva Hesse." Art & Antiques Magazine. Art & Antiques Magazine, March 31, 2011; accessed March 4, 2015.
  17. „All About Eva“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  18. Eva Hesse | MoMA en. ციტირების თარიღი: 2018-08-19