ედნა პერვიენსი
ედნა პერვიენსი | |
---|---|
სტუდიური ფოტო - 1916 წელი | |
დაბადების თარიღი |
21 ოქტომბერი, 1895 პარადაის-ვალეი, ნევადა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
11 იანვარი1958 (62 წლის) ჰოლივუდი. აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 1915-1927 |
მეუღლე(ები) |
ჯონ სკვაიერი (დაქორწ. 1938; გარდაიცვალა1945) |
ედნა ოლგა პერვიენსი (ინგლ. Edna Olga Purviance; დ. 21 ოქტომბერი, 1895 — გ. 11 იანვარი, 1958) — მუნჯი კინოს ამერიკელი მსახიობი, რომელიც მონაწილეობდა ჩარლი ჩაპლინის ფილმებში. სახელგანთქმულ რეჟისორთან რვაწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ედნა პერვიენსი დაიბადა 1895 წლის 21 ოქტომბერს ნევადას ჰუმბოლდტის ოლქის სოფელ პარადაის- ვალეიში. სამი წლის ასაკში ის და მისი მშობლები საცხოვრებლად ქალაქ ლავლოკში გადავიდნენ, სადაც ისინი პატარა სასტუმროს მფლობელები გახდნენ. მშობლების განქორწინების შემდეგ, 1902 წელს ედნა დარჩა დედასთან, რომელიც მალევე გაჰყვა ცოლად სანტექნიკოსს. ედნამ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიაღწია წარმატებას, როგორც ნიჭიერმა პიანისტმა. უკვე ზრდასრულმა მიატოვა ლავლოკი და გადავიდა სან- ფრანცისკოში, სადაც ბიზნეს კოლეჯში ჩააბარა.[1][2]
ედნა პერვიენსის კინოკარიერა შემთხვევით დაიწყო. 1915 წელს ჩარლი ჩაპლინი ფილმს იღებდა სან-ფრანცისკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ნაილსში (ფრიმონტი). რეჟისორი დიდი ხნის განმავლობაში ვერ პოულობდა ერთ-ერთი როლისათვის მსახიობ ქალს. მისმა ერთ-ერთმა კოლეგამ შემთხვევით ყურადღება მიაქციას ედნას Tate's კაფეში. გადაწყვიტა, რომ იგი ამ როლისთვის შესაფერისი იქნებოდა და ჩაპლინს წარუდგინა. დიდი დაფიქრების გარეშე ჩაპლინმა ედნა როლზე დაამტკიცა, თუმცა კომედიური როლებისთვის მას საკმაოდ სერიოზულად თვლიდა.[3][4]
ამ შემთხვევითმა შეხვედრამ ასევე საფუძველი დაუდო მათ რომანს, რომელიც 1918 წლამდე გაგრძელდა. ედნა პერვიენსი გამოჩნდნა ჩაპლინის 33 ფილმში, მათ შორის 1921 წელს გადაღებულ პოპულარულ ფილმში "ბიჭუნა". 1915-1917 წლები ყველაზე ნაყოფიერი იყო მის კარიერაში. ამ დროს ედნამ ითამაშა ჩაპლინის ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „მაწანწალა“, „დრიფტერი“, „მევახშის მაღაზია“, „უნივერმაღის მეთვალყურე“, „ეკრანს მიღმა“, „გრაფი,“ „იმიგრანტი“, „მკურნალობა“ და „მშვიდი ქუჩა“.[5]
ჩარლი ჩაპლინთან ედნას ბოლო ნამუშევრები იყო 1923 წლის ფილმები „პილიგრიმი“ და „პარიზელი ქალი“, სადაც პირველად შეასრულა მთავარი როლი ფილმში. მთავარ როლებში კიდევ ორჯერ გამოჩნდა, ხოლო 1927 წელს კინო დატოვა. ამის მიუხედავად, ჩაპლინი ედნას გარდაცვალებამდე ყოველთვიურად უხდიდა ხელფასს.[6][7][8]
1938 წელს ედნა პერვიენსი ცოლად გაჰყვა Pan-American Airlines -ის (პან-ამერიკული ავიახაზები) მფრინავ ჯონ პ. სკვაიერს. მათმა ქორწინება გაგრძელდა 7 წელს 1945 წლამდე, სანამ ჯონ სკვაიერი არ გარდაიცვალა.
ამავე დროს ჩაპლინი იღებდა თავის ახალ ფილმს Monsieur Verdoux და ვარაუდობდა, რომ ედნას შეეძლო განესახიერებინა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი-მადამ გრონე. მან მსახიობი მიიწვია ამ როლზე მიიწვია, თუმცა მათი თანამშრომლობა ვერ შედგა. როგორც მოგვიანებით ჩარლი ჩაპლინი იხსენებდა, ედნა მთელი მონდომებით შეუდგა მუშაობას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სამი-ოთხი დღის მუშაობის შემდეგ რეჟისორი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ედნა არ იყო შესაფერისი როლისათვის. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ედნა და ჩაპლინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს.
ედნა პერვიენსის ბოლო კინემატოგრაფიული ნამუშევარი იყო 1927 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი "უფლისწულის განათლება". ამასთან, არსებობს არასწორი მოსაზრება, თითქოს მსახიობი კინოში დაბრუნდა 1947 და 1952 წლებში და ითამაშა ეპიზოდური როლები ჩარლი ჩაპლინის ფილმებში Monsieur Verdoux და Ramp Lights .ამას უარყოფდნენ თავად ჩაპლინი და მისი ბიოგრაფი დევიდ რობინსონი წიგნში: „ჩარლი ჩაპლინი:ცხოვრება და ხელოვნება "[9]
მსახიობი გარდაიცვალა ჰოლივუდში 1958 წლის 11 იანვარს 62 წლის ასაკში კიბოთი.
1992 წელს პენელოპა ენ მილერმა ფილმში „ ჩაპლინი“ განასახიერა ედნა პერვიენსი.
ამჟამად შეტანილია შუამდგომლობა იმისათვის, რომ მსახიობის მიღწევები კინოში ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავით აღინიშნოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Neibaur, James L. (2012). Early Charlie Chaplin: The Artist as Apprentice at Keystone Studios. Lanham, Maryland: Scarecrow Press. ISBN 978-0-810-88242-3[მკვდარი ბმული].
- Powrie, Phil (2005). Pierre Batcheff and Stardom in 1920s French Cinema. Edinburgh, Schotland: Edinburgh University Press. ISBN 978-0-748-62960-2[მკვდარი ბმული].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Madison Gates Purviance – Edna Purviance's father" დაარქივებული 2022-06-26 საიტზე Wayback Machine. . www.ednapurviance.org.
- ↑ Toll, David W. (2002). The Complete Nevada Traveler: The Affectionate and Intimately Detailed Guidebook to the Most Interesting State in America. University of Nevada Press. p. 12. ISBN 0-940936-12-7.
- ↑ Monush, Barry, ed. (2003). Screen World Presents the Encyclopedia of Hollywood Film Actors: From the silent era to 1965, Volume 1. Hal Leonard Corporation. p. 612. ISBN 1-55783-551-9.[მკვდარი ბმული]
- ↑ "Charlie Chaplin and Edna Purviance Dates and Events". დაარქივებული 2022-08-10 საიტზე Wayback Machine. www.ednapurviance.org. Retrieved December 1,2018.
- ↑ This is not the way Purviance met Chaplin, according to Gerith von Ulm's Charlie Chaplin – King of Tragedy, pp. 90–91.
- ↑ Robinson, David (1986). Chaplin : his life and art. Collins. p. 141, 219. ISBN 978-0-586-08544-8. Retrieved December 1, 2018.
- ↑ "Edna Purviance"[მკვდარი ბმული]. The Montreal Gazette. January 16, 1958. p. 35. Retrieved July 21, 2014.
- ↑ "Edna Purviance Filmography". AFI Catalog of Feature Films. American Film Institute. Archived from the original on October 3, 2019. Retrieved October 3, 2019
- ↑ Ellenberger, Allan R. (2001). Celebrities in Los Angeles Cemeteries: A Directory. McFarland & Company Incorporated Pub. p. 104. ISBN 0-7864-0983-5[მკვდარი ბმული].