ინონგე ვინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინონგე ვინა
ინგლ. Inonge Wina
დაბადების თარიღი 2 აპრილი, 1941(1941-04-02) (83 წლის)
დაბადების ადგილი სენანგა, ჩრდილოეთი როდეზია
მოქალაქეობა  ზამბია
განათლება ზამბიის უნივერსიტეტი და სანტა მონიკას კოლეჯი

ინონგე ვინა (ინგლ. Inonge Wina; დ. 2 აპრილი, 1941) — ზამბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზამბიის ვიცე-პრეზიდენტი 2015 წლიდან. პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1941 წლის 2 აპრილს სოფელ სუიბუმბუში, სენანგის რაიონი, ჩრდილოეთი როდეზია.[2][3] დაამთავრა კოლეჯი ამერიკის ქალაქ სანტა-მონიკაში შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ზამბიის უნივერსიტეტში. აქვს სამეცნიერო ხარისხი ისტორიასა და სოციოლოგიაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა მოხალისედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. 2001 წელს აირჩიეს ზამბიის პარლამენტის წევრად პატრიოტული ფრონტის სიით. 2015 წლის 26 იანვარს ზამბიის პრეზიდენტმა ედგარ ლუნგუმ დანიშნა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად.[4][5] 2017 წლის მაისში ოფიციალური ვიზიტით ეწვია მექსიკას.[6]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაოჯახებული იყო არტურ ვინაზე, რომელიც გარდაიცვალა 1995 წლის 3 სექტემბერს.[7] 2020 წლის 19 აგვისტოს დაუდასტურდა COVID-19.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Inonge Wina, Zambia's first female Vice President | Embassy of the Republic of Zambia in Washington, D.C.“. www.zambiaembassy.org (ინგლისური). ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Inonge Mutukwa Wina | Profile en. Africa Confidential. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021
  3. Inonge Mutukwa Wina en. National Assembly of Zambia. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021
  4. Zambia : Inonge Wina's full profile en. LusakaTimes.com (26 იანვარი, 2015). ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021
  5. „Inonge Wina Is Zambia’s First Female Vice President!“. NewsOne (ინგლისური). 27 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „Zambia : Vice President Inonge Wina heads to Mexico“. LusakaTimes.com (ინგლისური). 21 მაისი, 2017. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. (1999) რედ. Jacqueline Audrey Kalley, Elna Schoeman and Lydia Eve Andor: Southern African Political History: A Chronology of Key Political Events from Independence to Mid-1997. Greenwood Press, გვ. 706-. ISBN 0-313-30247-2. 
  8. „Zambia's vice president tests positive for COVID-19“. Reuters (ინგლისური). 19 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)