დუსიტის ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუსიტის ზოოპარკი
สวนสัตว์ดุสิต

დათვის ქანდაკება ზოოპარკში
გახსნის თარიღი 1938
მდებარეობა ბანგკოკი, ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტერიტორიის ფართობი 18.8 ჰა
კოორდინატები 13°46′21″ ჩ. გ. 100°30′59″ ა. გ. / 13.77250° ჩ. გ. 100.51639° ა. გ. / 13.77250; 100.51639
სახეობების რაოდენობა 1 600
სტუმრების წლიური რაოდენობა 2.5 მილიონი
წევრობა ტაილანდის ზოოლოგიური პარკების ორგანიზაცია

დუსიტის ზოოპარკი (ტაი. สวนสัตว์ดุสิต) ან ხაო-დინის პარკიზოოპარკი ბანგკოკში, ტაილანდი. მდებარეობს დუსიტის რაიონში. იგი ტაილანდის ყველაზე ძველი ზოოპარკია, რომლის ფართობიც ​​188 800 მ²-ს (18.8 ჰა) შეადგენს[1]. ზოოპარკი 1895 წელს, ტაილანდის მეფემ – ჩულალონგკორნმა (რამა V) ააშენა სამეფო სასახლის მიმდებარედ, როგორც საკუთარი ბოტანიკური ბაღი, სახელწოდებით – ხაო-დინის პარკი. მისი გარდაცვალების შემდეგ, წლების განმავლობაში ბაღი უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული. 1938 წელს, რევოლუციურმა მთავრობამ სთხოვა მეფე რამა VII-ის რეგენტობას, რომ ბაღი ბანგკოკის მერიისთვის გადაეცათ, რათა მის ადგილზე საჯარო ზოოპარკი გაეხსნათ. მეფემ ამის შესახებ თანხმობა განაცხადა და ზოოპარკს ირმები, მაიმუნები და ნიანგები გადასცა. 1938 წლის 18 მარტს, ზოოპარკი ოფიციალურად გაიხსნა და დუსიტის ზოოპარკი ეწოდა. 1954 წლამდე, მას ბანგკოკის მერია მართავდა, ხოლო 1954 წლიდან, იგი ტაილანდის ზოოლოგიური პარკების ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს. დუსიტის ზოოპარკი განიხილება, როგორც ტაილანდის ყველაზე პოპულარული ზოოპარკი, ვინაიდან, მას ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი სტუმრობს[2].

ცხოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუსიტის ზოოპარკში წარმოდგენილია 1 600 სახეობის ცხოველი:

ზოოპარკში წარმოდგენილია ეგზოტიკური ცხოველების მრავალფეროვანი სახეობები, რომელთა შორისაა მაიმუნები, ალიგატორები, კენგურუები, ზებრები, პინგვინები, სპილოები, აქლემები და ჟირაფები. ზოოპარკში ასევე გვხვდება ის იშვიათი სახეობები, როგორიცაა ალბინოსი ირემი და ბენგალური თეთრი ვეფხვი.

ზოოპარკი ასევე მოიცავს ზოო-მუზეუმს, ცხოველთა საავადმყოფოს და საგანმანათლებლო ცენტრს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.bangkok.com/attraction/dusit-zoo.htm
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-29. ციტირების თარიღი: 2016-02-07.