შინაარსზე გადასვლა

დუიგუ ასენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუიგუ ასენა
მშობლიური სახელი Duygu Asena
დაბადების თარიღი 19 აპრილი 1946
სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
გარდაცვალების თარიღი 30 ივლისი, 2006 (60 წლის)
სტამბოლი თურქეთის დროშა თურქეთი
განათლება სტამბოლის უნივერსიტეტი
საქმიანობა ჟურნალისტი, ავტორი,
სამოქალაქო აქტივისტი

დუიგუ ასენა (თურქ. Duygu Asena; დ. 19 აპრილი 1946, სტამბოლი, თურქეთი - გ. 30 ივლისი 2006, სტამბოლი, თურქეთი)[1]თურქი ჟურნალისტი, ბესტსელერ ავტორი და ქალთა უფლებების აქტივისტი.[2]

ბიოგრაფია და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასენა დუიგუ დაიბადა 1946 წლის 19 აპრილს ქალაქ სტამბოლში, თურქეთში. მისი ბაბუა ქემალ ათათურქის პირადი მდივანი იყო.[3] ქადიქიოიში გოგონებისთვის კერძო კოლეჯი დასრულების შემდეგ, დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტში პედაგოგიკა. ამის შემდეგ, ორი წელი მუშაობდა ჰასეკის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში და სტამბოლის უნივერსიტეტის ბავშვთა სახლში პედაგოგად.

დუიგუ ასენა წერა დაიწყო 1972 წელს, როდესაც მისი პირველი სტატია გამოქვეყნდა გაზეთ Hürriyet-ში. 1976-1978 წლებში, ის მუშაობდა როგორც კოპირაიტერი სარეკლამო სააგენტოში. 1978 წელს ასენა გახდა გამომცემლობის რედაქტორის მოადგილე და ამ თანამდებობაზე იგი პასუხისმგებელი იყო რამდენიმე ქალთა ჟურნალის შექმნის, როგორიცაა Kadınca (როგორც ქალი'), Onyedi (17), Ev Kadını (დიასახლისი), Bella (ბელა), Kim (ვინ) და Negatif (უარყოფითი).[2]

1980 წლიდან, დუიგუ ასენა, მისი პუბლიკაციებით მედიაში, გახდა ქალთა უფლებების მოძრაობის და სტატუსის ლიდერი თურქეთში. წერდა ქორწინებაზე, უთანასწორობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მანამდე, ასენამ დაკარგა თავისი სამუშაო, რადგან მას შეუყვარდა თავისი კოლეგა შესაბამის გაზეთში. იგი მიხვდა, რომ მსგავს სიტუაციაში თურქ მამაკაცს არასდროს გაათავისუფლებდნენ სამუშაოდან.[2]

მისი პირველი წიგნი Kadının Adı Yok ( "ქალს არ აქვს სახელი"), რომელიც მკვეთრად გააკრიტიკა ქალთა ჩაგვრა და ქორწინება სიყვარულის გარეშე, გამოიცა 1987 წელს და გახდა ყველაზე გამყიდვადი. თუმცა, წიგნის მე-40 გამოცემის დროს, 1998 წელს, მთავრობის მიერ აიკრძალა, რადგან აღმოჩნდა, რომ წიგნი იყო უხამსი, საშიში ბავშვებისთვის და ძირს უთხრიდა ქორწინებებს. ორ წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, აკრძალვა გაუქმდა, ხოლო მისი წიგნის მიხედვით იმავე წელს ფილმი გადაიღეს, რომლის რეჟისორი ატიფ ილმაზი იყო, სადაც მთავარი როლი ჰალე სოიგაზი შეასრულა. მისი წიგნი გადათარგმნეს და გამოიცა გერმანიასა და ნიდერლანდებში.[2] წიგნი ასევე საბერძნეთშიც ბესტსელერი გახდა. მისი მეორე წიგნი Aslında Aşk da Yok, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მისი პირველი წიგნის გაგრძელებად, ასევე გადაითარგმნა უცხო ენებზე და გამოიცა საზღვარგარეთ. მისი ყველა მომდევნო წიგნი ყველაზე ბესტსელერად იქცა.

1992-1997 წლებს შორის, ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არხზე TRT 2 გადაცემის წამყვანი იყო. მისი კარიერა, როგორც მიმომხილველი დაიწყო გაზეთ Milliyet-ში და მოგვიანებით გრძელდება Cumhuriyet-სა და Yarın-ში. დუიგუ ასენა ითამაშა ასევე სამ ფილმში, ესენია: Umut Yarıda Kaldı ( იმედი გაწყდა), Yarın Cumartesi (ხვალ შაბათია) და Bay E (ბატონი E).

დუიგუ ასენა გარდაიცვალა ტვინის კიბოთი, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში სტამბოლის ამერიკულ საავადმყოფოში ებრძვოდა. დაკრძალეს სტამბოლის შიშლის რაიონის ზინჯირლიქუიუს სასაფლაოზე.[1]

  • Kadının Adı Yok (ქალს სახელი არ გააჩნია), 184 pp., 1987, 59-ე გამოცემა 2004, ISBN 975-506-122-3 (also in Greek and Italian)
  • Aslında Aşk da Yok (სინამდვილეში, აქ არ არსებობს სიყვარული), 192 pp., 1989, 40-ე გამოცემა 2004, ISBN 975-506-128-2
  • Kahramanlar Hep Erkek (გმირები ყოველთვის კაცებია), 160 pp., 1992, 23-ე გამოცემა 2005, ISBN 975-506-108-8
  • Değişen Bir Şey Yok (აქ არაფერი შეცვლილა), 118pp., 1994, 43-ე გამოცემა 2004, ISBN 975-325-000-2
  • Aynada Aşk Vardı (აქ სარკეშია სიყვარული), 360 pp., 1997, 22-ე გამოცემა 2004, ISBN 975-325-456-3
  • Aslında Özgürsün (სინამდვილეში, თავისუფალი ხარ), 276 pp., 2001, 21-ე გამოცემა 2004, ISBN 975-6612-14-2
  • Aşk Gidiyorum Demez (სიყვარული არ ამბობს, „მე გტოვებ“), 208 pp., 2003, 14-ე გამოცემა 2003, ISBN 975-293-083-2
  • Paramparça (დახეული), 157 pp., 2004, 14-ე გამოცემა 2006, ISBN 975-293-205-3
გერმანულად
  • Die Frau hat keinen Namen (ქალს სახელი არ გააჩნია), 174 pp., 1992, Piper, მიუნხენი, ISBN 3-492-11485-7
  • Meine Liebe, Deine Liebe (ჩემი სიყვარული, შენი სიყვარული), 215 pp., 1994, Piper, მიუნხენი, ISBN 3-492-11792-9
ნიდერლანდურად
  • De vrouw heeft geen naam (ქალს სახელი არ გააჩნია), 219 pp., 2005, კერნი, ISBN 90-325-1011-8
  • Eigenlijk ben je vrij (სინამდვილეში, თავისუფალი ხარ), 222 pp., 2005, კერნი, ISBN 90-325-1006-1
  • 1988 - ჟურნალ Nokta ჯილდო "ხალხი სამიტზე"
  • 1988 - ბოსფორის უნივერსიტეტის ჯილდო "საუკეთესო ავტორი" წიგნ Kadının Adı Yok-თვის
  • 1995 - ბოსფორის უნივერსიტეტის ჯილდო "საუკეთესო ავტორი"
  • 1998 - "75 ქალი 75 წელიწადში" - ჯილდო

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Associated Press (2006-08-02). „Duygu Asena; Advocate for Turkish Women“. Washington Post. ციტირების თარიღი: 2008-07-24.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Guler, Emrah (2006-08-04). „The name of the Turkish women“. Turkish Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2008-07-24.
  3. Ozdemir, Senay (2007-06-25). „Feminism, Turkish-style“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2008-07-24.