დორიან კიტია
ნოშრევან (დორიან) კიტია (დ. 24 აგვისტო, 1927 — გ. ოქტომბერი, 2006) — ქართველი მომღერალი, მუსიკოსი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). თბილისის საპატიო მოქალაქე (2002)
1951 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1951 წლიდან მუშაობდა არქიტექტურის კათედრის ასისტენტად, იყო ინსტიტუტის პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში, როგორც მომღერალი და მუსიკოსი (უკრავდა გიტარაზე). 1957–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის თავმჯდომარედ. 1959–1962 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1962–1970 წლებში — რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი. 1975–1981 — საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დირექტორის პირველი მოადგილე, 1981–1989 — ფილარმონიის გენერალური დირექტორი. 1991 წლიდან მუშაობს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის პროგრამების ხელმძღვანელად. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1996 — ღირსების ორდენი (ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის)