ჯეიმზ ბალარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯეიმზ ბალარდი
Ballard 01.jpg
დაბ. თარიღი 15 ნოემბერი 1930(1930-11-15)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი შანხაი, ჩინეთი[1]
გარდ. თარიღი 19 აპრილი 2009(2009-04-19)[7] [1] [2] [3] [4] [5] [6] (78 წელი)
გარდ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა რომანისტი, მწერალი[8] და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი
ენა ინგლისური ენა[2]
ეროვნება ინგლისელები
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი და სამეფო კოლეჯი
Magnum opus შეჯახება, მზის იმპერია, ჩაძირული მსოფლიო და The Crystal World
ჯილდოები ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია
შვილ(ებ)ი ბი ბალარდი

ჯეიმზ გრემ ბალარდი (ინგლ. James Graham Ballard; დ. 15 ნოემბერი, 1930, შანხაი — გ. 19 აპრილი, 2009) — ინგლისელი მწერალი, ესსეისტი და მოთხრობების ავტორი, XX საუკუნის ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი უმსხვილესი ფიგურა, რომელიც ლიტრეტურული მიმდინარეობა სამეცნიერო ფანტასტიკის ახალი ტალღის სათავეებთან დგას პოსტაპოკლიპტური რომანებით „ქარი არსაიდან“ (1961) და „ჩაძირული მსოფლიო“. 1960-იანებში გამოსცემდა რიგ ექსპერიმენტულ მოკლე მოთხრობებს — ყველაზე მნიშვნელოვანია „ძალადობის გამოფენა“ (1970). 1970-იან წლებში გამოსცა რამდენიმე ნაწარმოები, რომელთა შორისაა გახმაურებული რომანები „შეჯახება (1973) და „ცათამბჯენი“ (1975).

ჯეიმზ ბალარდი დაიბადა 1930 წლის 15 ნოემბერს, შანხაიში, ჩინეთში, ბრიტანელი დიპლომატის ოჯახში. ომის დამთავრების შემდეგ, ბალარდი დედასთან და დასთან ერთად დაბრუნდა ბრიტანეთში. 1956 წლიდან დაიწყო სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხორბების გამოქვეყნება. 1961 წელს გამოსცა პირველი რომანი „ქარი არსაიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ ბალარდის ნამუშევრების უმეტესი ნაწილი თემატურად და სტილისტიკურად პროვოკაციულია,[9] ის ყველაზე მეტად ცნობილი გახდა ჩვეულებრივი საომარი რომანის „მზის იმპერია“ წყალობით — ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი ახალგაზრდა ბრიტანელი ბიჭებზე იაპონიის ოკუპაციის პერიოდში. გაზეთ „The Guardian“-ის თქმით — „საუკეთესო ბრიტანული რომანი მეორე მსოფლიო ომის შესახებ“.[10] 1987 წელს რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კრისტიან ბეილი. მომდევნო ათწლეულებში, გარდაცვალებამდე, ბალარდი გადაერთო ტრადიციული კრიმინალური რომანების შექმნაზე. მისი რამდენიმე ნამუშევარი ადაპტირებული იქნა ფილმებში, მათ შორის დევიდ კრონენბერგის „შეჯახება“ (1996) და ბენ უიტლის „ცათამბჯენი“ (2015).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hans Joachim Alpers, Werner Fuchs, Ronald M. Hahn: Reclams Science-fiction-Führer. Reclam, Stuttgart 1982, ISBN 3-15-010312-6, S. 27–30.
  • John Baxter: The Inner Man: The Life of J.G. Ballard, Weidenfeld & Nicolson, London 2011, ISBN 978-0-297-86352-6
  • Don D’Ammassa: Encyclopedia of Science Fiction. Facts On File, New York 2005, ISBN 0-8160-5924-1, S. 22–24.
  • Werner Fuchs, Sascha Mamczak: George W. Bush möchte ich nun wirklich nicht ficken! – Ein Gespräch mit J. G. Ballard. In: Science Fiction Jahr 2007, ISBN 978-3-453-52261-9, S. 432–442 (sein letztes Interview).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118656929 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8007331.stm
  8. http://news.bbc.co.uk/2/hi/entertainment/1820478.stm
  9. Wilkins, Alasdair. Remembering J.G. Ballard's Science Fiction Legacy. წაკითხვის თარიღი: 7 მარტი, 2016.
  10. Empire of the Sun (1984). Ballardian (16 September 2006). წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი, 2014.