დოირანის ტბა
იერსახე
| დოირანის ტბა | |
|---|---|
დოირანის ტბა | |
| კოორდინატები: 41°12′ ჩ. გ. 22°45′ ა. გ. / 41.200° ჩ. გ. 22.750° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 147 მ |
| სიგრძე | 8,9 კმ |
| სიგანე | 7,1 კმ |
| ფართობი | 43,1 კმ² |
| მოცულობა | 0,08 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 10 მ |
| აუზის ფართობი | 271,8 კმ² |
დოირანის ტბა (მაკედ. Дојранско Езеро; ბერძ. Λίμνη Δοϊράνη) — გამდინარე ტბა მაკედონიასა და საბერძნეთში. მდებარეობს ზღვის დონიდან 147 მ სიმაღლზე. ფართობი 43,1 კმ². მაქსიმალური სიღრმე 10 მ. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე გაწოლილია მთის მასივი ბელასიცა. ტბა მომრგვალო ფორმისაა. ქვაბული წარმოიქმნა მეოთხეულ პერიოდში და აქვს ტექტონიკურ-ვულკანური გენეზისი. ერთვის რამდენიმე მდინარე. გამოედინება მდინარე ვარდარის ერთ-ერთი შენაკადი. სიახლოვეს გაშენებულია დასახლებული პუნქტები. მდიდარია თევზით. გვხვდება 16 სახეობის თევზი. ბოლო წლებში შეინიშნება ტბის წყლის მოცულობის შემცირება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დოირანის ტბა“ ვიკისაწყობში.- დოირანის ტბა (ინგლისური)