დობონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დობონი
ქვეყანა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
შიდა დაყოფა Dobong-dong, Banghak-dong, Ssangmun-dong და Chang-dong
კოორდინატები 37°40′46″ ჩ. გ. 127°02′43″ ა. გ. / 37.6795645194° ჩ. გ. 127.0454424111° ა. გ. / 37.6795645194; 127.0454424111
ფართობი 20.8 კმ²
მოსახლეობა 348 625 (2010),
307 070 (2023)[1]
ოფიციალური საიტი http://www.dobong.go.kr/
დობონი — სამხრეთი კორეა
დობონი

დობონი, იგივე დობონგუ (კორ. 도봉구?, 道峰區?) — სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ერთ-ერთი რაიონი.[2] აქვს თვითმმართველობის სტატუსი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჩოსონის პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარაუდობენ, რომ პირველად ადამიანებმა დასახლება ახლანდელი დობონგუს ტერიტორიაზე პრეისტორიულ ხანაში დაიწყეს, თუმცა არქეოლოგიური გათხრების პროცესში ჯერ არაფერია ნაპოვნი, რაც ამ თვალსაზრისს დაადასტურებდა.

ტერიტორია პირველად ნახსენებია პექჩეს სახელმწიფოს ისტორიულ ჩანაწერებში, ვანი კოის (კორ. 고 이왕, მეფობა: 234-286) მეფობის დროს, რომელმაც თავისი მმართველობა დაამყარა დღევანდელ დობონგუზე, როგორც პექჩეს ტერიტორიის სამხრეთით გაფართოების მიზნით.

უძველესი დროიდან ეს ტერიტორია ცნობილია თავისი კარგი პირობებით სოფლის მეურნეობისთვის და სტრატეგიული პოზიციით - ტერიტორიაზე შესასვლელი ჩრდილოეთიდან ორ მთას, დობონსანსა და სურაქსანს შორის მდებარეობს.

მას შემდეგ, რაც 475 წელს ვანმა ჩანსუმ დაიპყრო კოგურიოში მდებარე პექჩეს დედაქალაქი ჰანსონი (თანამედროვე სეული), ტობონგუს ტერიტორია და იანჯუ გაერთიანდა მესონის ოლქში (კორ. 매 성군), ხოლო სილას დინასტიის დროს ვანმა გიონდოკმა იანჯუს ტერიტორიის ნაწილზე შექმნა ახალი ოლქი - ნესო (კორ. 내 소군).

კორიო და ჩოსონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორიოს სამეფოს ვანმა ტეჯომ X საუკუნის პირველ ნახევარში ნესოს ოლქს გიონჯუ (კორ. 견주 군) დაარქვა, ხოლო სილას სამეფოს დროს არსებულ ჰანიანს — იანჯუ. იანჯუში დაინიშნა გუბერნატორი, რომლის იურისდიქციაშიც ექცეოდა გიონჯუ. 1018 წელს, ვანი ჰიონჯონის მმართველობის დროს, გიონჯუს ოლქი მიერთებულ იქნა იანჯუს ოლქისთვის.

XIV საუკუნის ბოლოს, ვანმა ტეჯომ ჩოსონის სამეფოდან დობონგუს ზოგიერთი ტერიტორია ჰანსონის ციხესიმაგრეს შეუერთა, რომელიც მის შიდა ტერიტორიებს წარმოადგენდა (გარე ტერიტორია ციხესიმაგრის მიღმა მდებარეს ეწოდებოდა). სწორედ მაშინ, 1394 წელს დაიწყო გიონბოკუნის სამეფოს სასახლის მშენებლობა ტობონის სამხრეთ-დასავლეთით. იმ პერიოდიდან დღემდე რაიონის გარკვეული ნაწილი ყოველთვის შედიოდა ქალაქის შემადგენლობაში.

დობონის ადმინისტრაციული დაყოფა

საერთო მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დობონის ტერიტორიის საერთო ფართობია 20,84 კმ², საიდანაც 50% (10,42 კმ²) არის მწვანე ზონები, 39,6% (8,25 კმ²) საცხოვრებელი ადგილები, 8,6% (1,8 კმ²) დათმობილია ინდუსტრიული, ხოლო 1,8% (0,37 კმ²) კომერციული (სავაჭრო) ზონისთვის.

რაიონის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების გარდა 49 საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. აქედან: 46 სკოლა, 1 უნივერსიტეტი (ტოქსონის ქალთა უნივერსიტეტი) და 2 სხვა დაწესებულება.

მე-4 და მე-7 მეტრო ხაზი გადის დობონგაზე. სადგურების საერთო რაოდენობა ექვსია.

დობონის რაიონი

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, დობონსანის მთის ერთ-ერთ მწვერვალზე, მდებარეობს მანვოლსას ბუდისტური ტაძარი (კორ. 망월사), რომელიც აშენდა სილას სამეფოს პერიოდში, დედოფალ სონდოკის მეფობის დროს, 639 წელს. მანვოლსადან არც თუ ისე შორს არის კიდევ ერთი ბუდისტური ტაძარი - ჩჰონჩჰუქსა (კორ. 천축사), რომელიც აშენდა 673 წელს, ვანი მუნმუს მეფობის დროს, რომელმაც დააარსა გაერთიანებული სილას სახელმწიფო.

დობონგუს სამხრეთ-დასავლეთით, პანჰაკ 3 (სამ)-დონის (კორ. 방학동) კვარტალში არის 24 მეტრიანი ხე გინკგო, რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, 800-დან 1000 წლამდეა. ამ ხის სამხრეთ-დასავლეთით, სანმუნ 1 (ილ)-დონის (კორ. 쌍문 1 동) კვარტალში, არის კერამიკის სახალხო მუზეუმი (კორ. 옹기 민속 박물관).

ცნობილი ადამიანები დობონიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლი თე მინი (დ.1993) — მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი, ბოიბენდ Shinee-სა და SuperM-ის წევრი.

ლი სეუნ გი (დ.1987) — მომღერალი, მსახიობი.

სონ ჰიუნ ვუ (დ.1992 — მომღერალი, ჯგუფ Monsta X-ის წევრი.

იუნ სან ჰა (დ.2000) — მომღერალი, ბოიბენდ Astro-ს წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://kosis.kr/statHtml/statHtml.do?orgId=101&tblId=DT_1B04005N&checkFlag=N
  2. დობონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-20. ციტირების თარიღი: 2021-11-20.