ლი თე მინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლი თე მინი

2016 წლის მარტი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 이태민
აგრეთვე ცნობილი როგორც თემინი
დაბ. თარიღი 18 ივლისი, 1993 (1993-07-18) (30 წლის)
დაბ. ადგილი სეული, სამხრეთი კორეა
წარმოშობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი K-pop, J-Pop
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2008 - დღემდე
ხელმოწერა
საიტი taemin.smtown.com
ლი თე მინი ვიკისაწყობში

ლი თე მინი (კორ. 이태민, ჩინ.: 李泰民, დ.18 ივლისი, 1993, სეული, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი. კორეულ ბოიბენდ Shinee-ს მთავარი მოცეკვავე და ვოკალისტი.

ლი თე მინის სოლო კარიერა დაიწყო 2014 წლის აგვისტოში, როცა გამოვიდა სადებიურო მინიალბომი Ace. Gaon Album Chart-ში მან პირველი ადგილი დაიკავა. სინგლმა Danger მეხუთე ადგილს მიაღწია Gaon Weekly Digital Chart-ში. მისი პირველი სტუდიური ალბომი გამოვიდა 2016 წლის 23 თებერვალს, Press It, რომელმა ასევე მიაღწია წარმატებას. სინგლის Press Your Number ორიგინალი ბრუნო მარსის მიერ იყო დაწერილი, მაგრამ თე მინმა ახალი ტექსტი დაწერა, რომ სიმღერა კორეელთათვის მოთხოვნადი გამხდარიყო. იმავე წლის 27 ივლისს მან ასევე გამოუშვა იაპონური მინიალბომი Solitary Goodbye.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2013: კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლი თე მინი დაიბადა 18 ივლისს, 1993 წელს სეულში, ბავშვობაში ის ოცნებობდა პილოტობაზე, სანამ მეექვსე კლასში ცეკვით არ დაინტერესდა. მშობლებმა ის S.M.Entertainment-ის მოსმენებზე გაუშვეს და ის მაშინვე მიიღეს სააგენტოში. 2008 წელს თე მინი აარჩიეს ახალი ჯგუფის წევრად, რომლის შემადგენლობაშიც 14 წლის წარსდგა დებიუტისას. ოფიციალური დებიუტი 25 მაისს შედგა, შოუზე Inkigayo[1]. 2009 წელს თე მინი სამსახიობო დებიუტით წარსდგა კომედიაში თჰე ჰი, ჰე გიო, ჩჟი ჰიუნ, ჯუნსუს როლში[2].

2012 წლის იანვარში თე მინიმა პირველად სცადა მულტფილმის გახმოვანება, სადაც მისი ხმით საუბრობდა მთავარი გმირი ჯონი. 19 სექტემბერს მან გამოუშვა პირველი ოსტი U - დორამისთვის შენთვის ყველა ფერიში, სადაც ერტთ-ერთი მთავარი როლის მისმა ჯგუფელმა მინ ჰომ შეასრულა. 16 ოქტომბერს S.M.Entertainment-ისა და Hyundai-ს კოლაობრაცია შედგა, სადაც თე მინმა მიიღო მონწილეობა სხვა მომღერლებთან ერთად. მა შორის იყვნენ ინჰიოკი Super Junior-დან, ლუ ჰანი და Kai Exo-დან და ჰიოიონი Girls’ Generation-დან.

2013 წლის აპრილში S.M.Entertainment-მა განაცხავა, რომ თე მინი მიიღებდა მონაწილეობას შოუში ჩვენ დავქორწინდით. მისი პარტნიორი გახდა ნაინი Apink-დან. იმავე წელს თე მინი გადაიღეს დორამის ეპიზოდებში. 7 ივნისს გამოვიდა სინგლი Trap, რომელშიც თე მინი და კიუჰიონი. დეკემბერში მან მონაწილეობა მიიღოო Footsteps'-ის ჩაწერისას, დორამისთვის პრემიერ-მინისტრი და მე[3].

2014-2016 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 18 აგვისტოს თე მინმა გამოუშვა სადებიუტო მინი ალბომი Ace. სინგლისთვის Danger ვიდეოკლიპი 16 აგვისტოს გამოვიდა. მისი ქორეოგრაფია იენ ისტვუდის, ამერიკელი ქორეოგრაფის მიერ იყო დადგმული. მასში ასევე მონაწილეობდნენ BeatBurger-ის წევრები. ცეკვის შესასწავლად ლი თე მინი ლოს-ანჯელესის საცეკვაო სტუდიაში დადიოდა.

2015 წლის 3 თებერვალს ლი თემინი დაამტკიცეს შოუს მონაწილედ. 14 აპრილს დაამტკიცეს შოუში მე ისევ წავედი სკოლაში. 1 ივნისს გმმოვიდა That Name, რომელიც ჩაწერილია ჯგუფელ კიმ ჯონ ჰიუნთან ერთად, დორამისთვის სკოლა 2015: ვინ ხარ?. ციფრული სინგლების ჩარტში სიმღერამ 36 ადგილი დაიკავა.

მისი პირველი სტუდიური ალბომი Press It გამოვიდა 2016 წლის 23 თებერვალს.

ივნისში დაანონსთა იპონური ტური. სადებიუტო გამოსვლამ 18 ივლისს ჩაიარა, თე მინის 23 წლის იუბილეზე. იაპონური მინიალბომი Solitary Goodbye 27 ივლისს გამოვიდა.

2018 წლის ივნისი

2018 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის დასაწყისში თე მინმა SHINee-ში განაგრძო მოღვაწეობა. თებერვალში ჯგუფმა რამდენიმე იაპონური კონცერტი გამართა - SHINee World 2018 THE BEST ~ FROM NOW ON ~ Dome Tour. 23 მარტს ის სოლო შესრულებით წარსდგა Music Bank-ზე, ჩილიში. თავისი თანაჯგუფელის, კიმ ჯონ ჰიუნის პატივსაცემად მანდ შეასრულა ბალადა 최면(Hypnosis). სექტემბერში მან თავისი იაპონური ტური დაიწყო. 28 ნოემბერს თე მინმა გამოუშვა პირველი სრული იაპონური ალბომი TAEMIN'.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მარტში თე მინი Chungdam High School-იდან გადავიდა Hanlim Multi Art School-ში, რომ ჯგუფის რეჟიმის აყოლა შესძლებოდა[4]. ეს სკოლა მან 2012 წლის თებერვალში დაამთავრა, თუმცა გამოსაშვებ ცერემონიაზე დასწრება ჯგუფის საქმიანობის გამო ვერ მოახერხა[5]. ახლა სწავლლობს მიონჯის უნივერსიტეტში მიუზიკლისა და ფილმის სპეციალიზაციით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SM 대형 신인 '샤이니' 25일 '인기가요' 통해 데뷔. Hei. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-11. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  2. 샤이니 태민, '태혜지'로 첫 연기 도전. Asiae. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  3. SM, 현대자동차와 콜라보..‘PYL 유니크 앨범’ 발표. Chosun. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  4. 샤이니 태민 예고 편입 ‘연예활동 전념차원’. Nate. ციტირების თარიღი: March 14, 2018.
  5. 아이유·강지영·태민·지연..2월 고교졸업★는?. Nate. ციტირების თარიღი: March 14, 2018.