შინაარსზე გადასვლა

დიჯენდრანათ თაგორი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიჯენდრანათ თაგორი
დაბადების თარიღი 11 მარტი 1840
კალკუტა ბრიტანეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 19 იანვარი 1926 (85 წლის)
შანტინიკეტანი, ბრიტანეთის ინდოეთი, ბრიტანეთის იმპერია
მოქალაქეობა ბრიტანეთის ინდოეთის დროშა ბრიტანეთის ინდოეთი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი,
კომპოზიტორი, ფილოსოფოსი,
მათემატიკოსი

დიჯენდრანათ თაგორი (ბენგ.*দ্বিজেন্দ্রনাথ ঠাকুর, დ. 11 მარტი 1840 — გ. 19 იანვარი 1926) —  ინდოელი პოეტი, ფილოსოფოსი, კომპოზიტორი, მთარგმნელი, სტენოგრაფისტი, მათემატიკოსი, მუსიკათმცოდნე. ბიოგრაფია

დიჯენდრანათ თაგორი წარმოშობით თაგორების ცნობილი ოჯახიდან გახლდათ.  იგი  იყო დებენდრანათ თაგორის უფროსი ვაჟი, რომელიც ბრაჰმანის საზოგადოების ცენტრალური ფიგურა გახდა „ინდური რენესანსის მამად“ წოდებული, პირველი ინდოელი  განმანათლებლის რამ მოჰან როის გარდაცვალების შემდეგ. დიჯენდრანათ თაგორმა დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, შემდეგ სწავლა წმ. პავლეს სახელობის და კალკუტის ინდუისტურ კოლეჯებში გააგრძელა.    მას არ მიუღია აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ და სოციალურ ბრძოლებში. მისი საქმიანობა ძირითადად  ლიტერატურას, მუსიკას და ფილოსოფიას უკავშირდებოდა.[1][2][3]

როდესაც 1873 წელს პაბნას აჯანყების დროს მისი ზამინდარის შემოსავალი შემცირდა, დიჯენდრანათ თაგორმა მხარი დაუჭირა გლეხების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას, რათა "მშვიდობა აღდგენილიყო".

1884 წლიდან 25 წლის განმავლობაში იყო გაზეთ „სიმართლის ძიება“ (Tattwabodhini Patrika) რედაქტორი. მათში ბეჭდავდა ბენგალელი ავტორების ნაწარმოებებს, ამავე დროს ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას.  აგრეთვე დააარსა გაზეთი  Hitavadi Patrika.  დიჯენდრანათი კვლავ გახლდათ Tattwabodhini Patrika-ს რედაქტორი, როდესაც მისმა ძმამ, ჯიოტირინდრანათ თაგორმა შესთავაზა ახალი ჟურნალის — Bharati-ს დაარსება. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალის რედაქტირება დიჯენდრანათს ევალებოდა, მას ძირითადად ჯიოტირინდრანათი მართავდა.

1897 წელს აირჩიეს ლიტერატურული საზოგადოების — „ბანგია საჰიტა პარიშადის“ თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე 1900 წლამდე დარჩა. 1906 წელს გადავიდა ბენგალის ქალაქ შანკინიკეტანში, სადაც თანამშრომლობდა გაზეთ „შანკინიკეტანთან“ (გაზეთისთვის წერდა  იუმორისტულ ლექსებს).

დიჯენდრანათ თაგორს ჰყავდა მეუღლე სარბასუნდარი დევი, რომელიც გარდაიცვალა 1878 წელს. წყვილს ცხრა შვილი შეეძინა. მათგან ორი დაბადებიდან მალევე დაიღუპა. დარჩათ ხუთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თაგორს ცოლი აღარ შეურთავს. თავად გარდაიცვალა შანკინიკეტანში 1926 წლის 19 იანვარს.[4][5]

დვიჯენდრანათ თაგორი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პიესაზე „მოგზაურობა სიზმარში“ („შვაპნაპრაიანი“), რომელიც დაასრულა 1875 წელს. მთავარი სიუჟეტი ეხება ახალგაზრდა ქმრის მოგზაურობას სხვადასხვა მხარეში. მოგზაურობის დროს აღწერილია ის  ადგილები, რომლებიც მთავარმა გმირმა მოინახულა, გამოთქმულია ავტორის მოსაზრებები საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების შესახებ. პიესა ერთ დროს პოპულარობით სარგებლობდა და გარკვეული გავლენა მოახდინა იმ პერიოდის პოეტებზე.

დვიჯენდრანათის პირველი წვლილი ბენგალურ ლიტერატურაში გახლდათ კლასიკურ სანსკრიტზე დაწერილი კალიდასას Meghaduta Kavya -ს თარგმანი ბენგალურ ენაზე წიგნი გამოიცა 1860 წელს, მისი უმცროსი ძმის, ნობელის პრემიის ლაურეატის, რაბინდრანათ თაგორის დაბადებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე.

დიჯენდრანათ თაგორი გახდა პიონერი სხვადასხვა, მათ შორის  სტენოგრაფიის დარგში. დაწერა წიგნი გეომეტრიაზე, რომელშიც მე-12 აქსიომა ახლით შეიცვალა. 1913 წელს  გამოსულმა მისმა ნაშრომმა ყუთების კონსტრუქციის შესახებ «Boxometry», სადაც ჩამოაყალიბა ქაღალდიდან სხვადასხვა ფორმის დასაკეცი  ყუთების დამზადების მეთოდები, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათემატიკოსებზე.

1870-იან წლებში გახლდათ „ჰინდუ მელას“ მუსიკალური საზოგადოების მდივანი. თაგორი მრავალი პატრიოტული და რელიგიური სიმღერის ავტორია.[6][7]

დიჯენდრანათ თაგორი გატაცებული იყო ბჰაგავადგიტას ფილოსოფიით. მას ურთიერთობა ჰქონდაა ბიდვაჯან-სამაგანის საზოგადოებასთან. 1866-1868 წლებში გამოსცა 3 ტომი ფილოსოფიური თხზულებისა „პრინციპების ცოდნა“ („თათვაბიდია“). 1896 წელს გამოსცა „ადვაიტას ფილოსოფიის კრიტიკა“, 1899 წელს — „წიგნი არიული რელიგიისა და ბუდიზმის წინააღმდეგობების შესახებ“.

  • Deb, Chitra, Jorasanko and the Thakur Family, in Calcutta, the Living City, Vol I, edited by Sukanta Chaudhuri, p65, Oxford University Press, ISBN 0-19-563696-1
  • Sengupta, Subodh Chandra and Bose, Anjali (editors), Sansad Bangali Charitabhidhan (Biographical dictionary) Vol I, 1976/1998, (in Bengali), p. 225, Sahitya Sansad, ISBN 81-85626-65-0
  • Dutta, Hirendranath, Santiniketaner Ek Jug, (in Bengali), pp27-32, Viswa Bharati Granthan Vighag, ISBN 81-7522-329-4.
  • Sarkar, Sumit; Modern India 1885—1947; New Delhi 1998; ISBN 0-333-90425-7, p. 52.
  1. "Dwijendranath Tagore". www.visvabharati.ac.in. Retrieved 2021-05-17.
  2. "Dwijendranath Tagore (1840–1926), brother of Rabindranath". The Scottish Centre of Tagore Studies. 2019-02-05. Retrieved 2021-05-17.
  3. "দ্বিজেন্দ্রনাথ ঠাকুর". onushilon.org. Retrieved 2021-05-17.(ბენგ.)
  4. দেশাই, মহাদেব। "Day to day with Gandhi"। Secretary’s Diary। সর্ব সেবা সাংঘ প্রকাশন, রাজঘাট, বেনারস - ২২১০০১। ২০০৭-০৫-২৪ তারিখে মূল থেকে আর্কাইভ করা। সংগ্রহের তারিখ ২০০৭-০২-২৬।
  5. "My surname opened many doors for me: Sharmila Tagore". The Indian Express. Retrieved 2021-05-18.
  6. Sarkar, Sumit; Modern India 1885-1947; New Delhi 1998; আইএসবিএন ০-৩৩৩-৯০৪২৫-৭, p. 52
  7. Sastri, Sivanath, History of the Brahmo Samaj, 1911-12/1993, p. 344, p. 395, Sadharan Brahmo Samaj.