რამ მოჰან როი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რამ მოჰან როი
Ram Mohan Roy 1964 stamp of India.jpg
"ინდური რენესანსის მამა"
დაბ. თარიღი 22 მაისი, 1772 წელი.
ინდოეთი
გარდ. თარიღი 27 სექტემბერი, 1833 წელი.
ინგლისი
გარდ. მიზეზი მენინგიტი

რამ მოჰან როი (1772-1883) — „ინდური რენესანსის მამად“ წოდებული, პირველი ინდოელი განმანათლებელი და ინდური ბურჟუაზიული ნაციონალიზმის პირველი წინამორბედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რან მოჰან როი დაიბადა 1772 წლის 22 მაისს ინდოეთში. იგი იყო ცნობილი ბრაჰმან-მიწათმოქმედის შვილი, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი მუსლიმური სკოლა პატნაში, სადაც ღვთისმეტყველებასთან ერთად შეისწავლა არაბული და სპარსული ენები. შემდეგში იგი დაინტერესდა და დაეუფლა სანსკრიტს, ინგლისურ ენას და თვით ბერძნულ ენასაც კი. მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში, ბევრი კარგი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, ინდოეთისთვის. გარდაიცვალა მენინგიტით 1833 წელს.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

10 წელიწადს იგი ოსტ-ინდოეთის კომპანიის მოხელე იყო და ასრულებდა გადასახადის ამკრეფის ფუნქციას, რომელიც მისთვის არასახარბიელო სამუშაო იყო. ამის გამო, როდესაც შესაძლებელი გახდა 1814 წელს სამსახურს თავი დაანება და საზოგადოებრივ-ლიტერატურულ საქმიანობას მოკიდა ხელი. შეიმუშავა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, რომლითაც უარყოფდა ინდუიზმის პრინციპებს, კასტურ დაყოფას და ამ რეაქციული იდეოლოგით განმტკიცებულ რელიგიურ ჩვეულებებს. მან გაილაშქრა აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობის და ქვრივ ქალთა თვითდაწვის ბარბაროსული წესის ("სათის") წინააღმდეგ. ამბობდა რომ ეს იყო სრულიად არაჰუმანური ქმედება და ამით მან საერთოდ ბრძოლა გამოუცხადა ინდოეთის ფეოდალური საზოგადოების ერთ-ერთ რეაქციულ საყრდენს - შუასაუკუნეობრივ იდეოლოგიას. ასევე კალკუტაში დააარსა ბრაჰმის ("ბრაჰმი სამაჯის") საზოგადოება, რომელმაც თავის ირგვლივ შემოიკრიბა ბენგალის მცირერიცხოვანი კულტურული ძალები და ბრძოლა გააჩაღა ინდუიზმის მიერ განმტკიცებულ კასტურ შეზღუდუვათა და საყოფაცხოვრებო ცრუმორწმუნეების წინააღმდეგ, მისმა ამ ქმედებებმა აშკარად დადებითი როლი შეასრულა და ქვეყანაზეც აისახა.

რამ მოჰან როი ქადაგებდა საერო განათლებას და საჭიროდ მიიჩნევდა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. ამას გარდა აუცილებლად შესასწავლელ საგნებდ მიიჩნევდა: მათემატიკას, ქიმიას, ანატომიას. ამით იგი, თავის მხრივ ხელს უწყობდა ბურჟუაზიული იდეოლოგიის და ევრობული კულტურის დანერგვას ინდოეთში. იბრძოდა ინდოეთის ჭეშმარიტი განათლებისთვის და რაც მთავარია ის არ უკავშირებდა განათლებას, ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ამოცანას. 1817 წელს მან დააარსა საკუთარი კოლეჯი დასავლეთ ბენგალში, თავდაპირველად აქ სწავლის უფლება მიეცა მხოლოდ მამაკაცებს, ხოლო 1897 წლიდან, შესაძლებელი გახდა კოლეჯში ქალებსაც მიეღოთ განათლება.

რამ მოჰან როი იმ ადამიანების რიგს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის. ის ყველა ძალ-ღონეს ხმარობდა, მოგზაურობდა ევროპაში, სწავლობდა და მის მიერ ნანახს და გაგებულს ინდოეთში ნერგავდა, რათა განევითარებინა ინდოეთის სახელმწიფო, პირველ რიგში კი მოსახლეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]