დიღმის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიღმის ვაკე — ვაკე თბილისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გასდევს მტკვრის მარჯვენა ნაპირს ზაჰესიდან დიღმისწყლის შესართავამდე. მისი სიმაღლეა 400-500 მ, სიგრძე — 7.5 კმ, ხოლო სიგანე — 5 კმ. ის წარმოადგენს მტკვრის ალუვიალურ ტერასას. დაფარულია მეოთხეული და თანამედროვე კენჭნარით, ქვიშით, თიხითა და თიხნარით.

დიღმის მასივი ძველთაგანვე ათვისებული იყო სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის, რაც განაპირობა ვაკის ბრტყელმა ზედაპირმა და ნოყიერმა ნიადაგმა. იგი თბილისის განსახლების ერთ-ერთი მსხვილი რაიონია (დიღმის მასივი, დიდი დიღომი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 425, თბ., 2002.