ტიმოთი შალამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტიმოთი შალამე
Timothée Chalamet in 2018 (cropped).jpg
შალამე 2018 წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების სახელი ტიმოთი ჰალ შალამე
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1995 (1995-12-27) (25 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2007-დღემდე
ნათესავები როდმენ ფლინდერი (ბიძა)
ემი ლიპმენი (ბიცოლა)

ტიმოთი ჰალ შალამე (ინგლ. Timothee Hal Chalamet; დ. 27 დეკემბერი, 1995) — ამერიკელი მსახიობი. მან თავისი სამსახიობო კარიერა მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. 2012 წელს გამოჩნდა სატელევიზიო დრამატულ სერიალში „სამშობლო“. ორი წლის შემდეგ, დრამაში „კაცები, ქალები და ბავშვებში“ მონაწილეობის მიღებით, კინოში პირველად გამოჩნდა. შემდეგ მონაწილეობა მიიღო კრისტოფერ ნოლანის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ფილმში „ინტერსტელარი“.

2017 წელს, ელიო პერლმანის როლი ითამაშა რომანტიკულ დრამაში – „შენი სახელით მომმართე“, რის შემდეგაც იგი გამოჩნდა შემდეგ ფილმებში: „ზაფხულის ცხელი ღამეები“, „ლედი ბერდი“ და „დასავლური მტრები“. ფილმ „შენი სახელით მომმართე“-ში შესრულებული როლით, მან მოიგო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, ამ კატეგორიაში კი გახდა მესამე ახალგაზრდა ოსკაროსანი. 2018 წელს, ნარკოტიკზე დამოკიდებული ახალგაზრდა ბიჭის როლი ითამაშა დრამაში „ლამაზი ბიჭი“. ამ როლის შესრულებით იგი ნომინირდა „BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში“-ზე. 2019 წელს, მეფე ჰენრი მეხუთის როლი ითამაშა ისტორიულ დრამაში „მეფე“, რომელიც დაფუძნებულია უილიამ შექსპირის რამდენიმე პიესაზე. ამავე წელს, უგონოდ შეყვარებული თინეიჯერის როლი შეასრულა დრამატულ ფილმში „პატარა ქალები“.

2016 წელს, მან ასევე მონაწილეობა მიიღო ჯონ პატრიკ შენლის ავტობიოგრაფიულ პიესაში „Prodigal Son“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: