დირსიჭალის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დირსიჭალის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი დირსიჭალა

დირსიჭალის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ისნის რაიონში (დირსიჭალა); ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან მანავის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მიდამოებში არსებულ დირსიჭალის ბაღებთან. იმავე სიაში და 1925–1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია დირსიჭალის მოედანიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]