დილარა ალიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დილარა ალიევა
დაბადების თარიღი 14 დეკემბერი, 1929
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1991 (61 წლის)
კახის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
ალმა-მატერი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, კავკასიათმცოდნე
დამსაქმებელი ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი

დილარა ალექპერ-ყიზი ალიევა (ქართ. დილიარა ალექპერის ასული ალიევა; აზერ. Dilarə Ələkbər qızı Əliyeva; დ. 14 დეკემბერი, 1929, თბილისი — გ. 19 აპრილი, 1991, კახის რაიონი) — აზერბაიჯანელი და საბჭოთა ლიტერატურის მცოდნე, თარჯიმანი, ნიზამის მცოდნე და ქართველოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი (1960 წლიდან), საქართველოს სსრ რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დილიარა ალიევა დაიბადა 1929 წლის 14 დეკემბერს თბილისში, მჭედლის ოჯახში. დაამთავრა თბილისის № 97 საშუალო სკოლა. შემდეგ იგი ჩაირიცხა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის ნიზამის სახელობის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და მეცნიერების ინსტიტუტში ასპირანტურაში ჩაბარების შემდეგ იგი მივლინებული იქნა საქართველოს სსრ რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.

აქ იგი მუშაობდა თავის საკანდიდატო დისერტაციაზე თემაზე „აზერბაიჯანულ- ქართული ლიტერატურული კავშირების გამოსახულებები XIX საუკუნეში“, რომელიც დაიცვა 1954 წელს.

მოგვიანებით ალიევა მუშაობდა ნიზამის სახელობის აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე, ნიზამის სახელობის მუზეუმში უფროს მეცნიერ-მუშაკად, ძველი და შუა საუკუნეების მუზეუმის ლიტერატურის განყოფილების დირექტორად, ხოლო შემდგომ, ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში ლიტერატურული კავშირების განყოფილების უფროს მეცნიერ-მუშაკად, ნიზამთმცოდნეობის განყოფილების უფროს მეცნიერ-მუშაკად, ინსტიტუტის ლიტერატურული კავშირების განყოფილების წამყვან მეცნიერ-მუშაკად, ამავდროულად ამ განყოფილების დირექტორად. 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ნიზამი და ქართული ლიტერატურა“.[2] 1988 წელს ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებიდან დილიარა ალიევა აზერბაიჯანის სახალხო მოძრაობის აქტიური წევრი ხდება. მოგვიანებით ის აირჩიეს აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის მმართველი საბჭოს წევრად. გარდა ამისა, დილიარა ალიევა იყო ქალთა უფლებების დაცვის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი.[3] იყო აზერბაიჯანის სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დემოკრატიული ბლოკიდან.[2]

1991 წლის 19 აპრილს მანქანა, რომელშიც იმყოფებოდნენ დილიარა ალიევა და თურქოლოგი-ენათმცოდნე აიდინ მამედოვი კახის ტერიტორიაზე ავარიაში მოხვდა. ორივე მეცნიერი ამ ავარიის შედეგად დაიღუპა.[2] ალიევა დაკრძალულია ბაქოში ღვაწლმოსილ მოღვაწეთა საპატიო ხეივანში.

დილიარა ალიევას სახელს ატარებს ორგანიზაცია, რომელიც ქალების უფლებათა დაცვითაა დაკავებული. აგრეთვე მისი სახელობისაა ბაქოს ერთ-ერთი ქუჩაც.[2] სახლის კედელზე, რომელშიც ალიევა ცხოვრობდა, მემორიალური დაფა ჰკიდია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bu məşhurlarımız yol terroruna qurban gedib - axar.az (აზერბაიჯანული)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Sabiq millət vəkillərinin müəmmalı avtoqəzada həlak olmalarından 25 il keçir az. interpress.az (19.04.2016).[მკვდარი ბმული]
  3. „Bu məşhurlarımız yol terroruna qurban gedib“ (აზერბაიჯანული). axar.az. 21.7.2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)