ჰეილეია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰეილეია (ძვ. ბერძნ. Ήλιαία) — უმაღლესი სასამართლო ორგანო ძველ ათენში. ექსპერტთა მტკიცებით, ჰეილეია იყო ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო.

შემადგენლობა[რედაქტირება]

ჰეილეია შედგებოდა 5000 ათასი ძირითადი და 1000 სათადარიგო მოსამართლისგან, რომლებსაც ირჩევდა ხალხი. ისინი 30 წელს მიღწეულები უნდა ყოფილიყვნენ. მათ ერთი წლის ვადით, კენჭისყრით ირჩევდნენ. სასამართლოში ფუნქციონირებდა 10 კოლეგია — 500 ძირითადი და 1000 სათადარიგო (სახალხო მოსამართლის) შემადგენლობით. მოვალეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, მათთვის ცნობილი არ იყო, თუ როდის გამოიძახებდნენ მოვალეობის შესასრულებლად, ეს წყდებოდა კენჭისყრით, საქმის განხილვის დღეს.

პროცესი[რედაქტირება]

სასამართლოში წარმოდგენილი იყვნენ მხარეები, რომლებიც იცავდნენ თავიანთ საპროცესო ინტერესებს ნეიტრალური სახალხო მოსამართლეების წინაშე. გადაწყვეტილებას იღებდნენ ფარული კენჭისყრით. საკითხი წყდებოდა უბრალო უმრავლესობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გაიყოფოდა, განსასჯელი გამართლებულად ითვლებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]