ტრადიციული ანიმაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
How Animated Cartoons Are Made (1919)

ტრადიციული ანიმაცია, რომელსაც ასევე უწოდებენ კლასიკურ და ნახატ ანიმაციას — ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულად ანიმაციის ყველაზე პოპულარული ფორმა. ტრადიციულ ანიმაციაში ყოველი კადრი იხატება ხელით. ტრადიციული ანიმაცია ხოლმე გამოიყენება როგორც კომპიუტერული ანიმაციის საპირისპირო მნიშვნელობის მქონე ტერმინი.

პროცესი[რედაქტირება]

კადრირება[რედაქტირება]

ტრადიციული მეთოდით შექმნილი ანიმაცია, ისევე როგორც კინოინდუსტრიის სხვა პროდუქცია, ეფუძნება კადრირებას. კადრირება ანიმაციაში წარმოადგენს სურათებისა და ანოტაციების წყობას, რომელიც კომიქსის მსგავსია. სურათების მეშვეობით გადამღები გუნდი კადრის კომპოზიციურ წყობას ეცნობა. კადრირების მხატვრები დრო და დრო ესაუბრებიან რეჟისორს. ხშირად, სანამ შედგება საბოლოო დამტკიცება, მიმდინარეობს კადრირების შეცვლა.

გახმოვანება[რედაქტირება]

უშუალოდ გადაღების პროცესამდე ხოლმე იწერება გამხმოვანებელთა ხმები. ძირითადად, ეს ხდება იმისათვის, რომ ფილმის მომზადებისას ყველა პერსონაჟის პირი ხმასთან ერთად სინქრონულად მოძრაობდეს. როგორც წესი, მზა ხმასთან ანიმაციის სინქრონიზაცია უფრო ადვილია, ვიდრე არსებულ ანიმაციასთან - ახლადჩაწერილი ხმის. გახმოვანებაში ასევე შედის: მუსიკა, ხმოვანი ეფექტები, მსახიობთა დიალოგები. მუსიკა და ხმოვანი ეფექტები ხშირად ფილმს მონტაჟისას ემატება.

1930-იან წლებამდე გადაღებულ ხმოვან ანიმაციურ ფილმებს ახლდა ფილმის შემდგომ სინქრონიზებული გახმოვანება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]