შინაარსზე გადასვლა

დიდიმე ბრმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდიმე ალექსანდრიელის კოპტური ხატი

დიდიმე ბრმა (ბერძ. Δίδυμος ο Τυφλός), იგივე დიდიმე ალექსანდრიელი (დ. დაახ. 312 – გ. 398 წლები) — ბერძენი ქრისტიანი მწერალი, ღვთისმეტყველი, ალექსანდრიული საღვთისმეტყველო სკოლის წარმომადგენელი. ორიგენეს სწავლების დამცველი, რომელსაც „მოციქულთა შემდეგ ეკლესიის უდიდეს მასწავლებელს“ უწოდებდა.[1]

დიდიმე ხუთი წლის ასაკში დაბრმავდა, მაგრამ წერა-კითხვა ისწავლა ხის მოცულობითი ასოების საშუალებით და მიიღო განათლება.[2]

დიდიმეს შრომები დაიკარგა ორიგენისტების დევნის პერიოდში, ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებმა მოაღწიეს. 1941 წელს ქალაქ ტურში აღმოჩნდა პაპირუსი, რომელიც მოიცავდა დიდიმეს ლექციების ჩანაწერებს, კერძოდ, პასუხებს მსმენელთა კითხვებზე.[3][4] ცნობილია მისი კომენტარები ბიბლიის ცალკეულ წიგნებზე – დაბადება, ეკლესიასტე, ფსალმუნნი, წიგნი იობისა.

დიდიმე ასევე ავტორია დოგმატური ხასიათის თხზულებებისა: სამი წიგნი წმინდა სამებაზე, ტრაქტატი სულიწმინდაზე და ტრაქტატი მანიქეისტთა წინააღმდეგ. დიდიმე ალექსანდრიელის თხზულებები შესულია Patrologia Graeca-ს 39-ე ტომში. ალექსანდრიის კოპტური ეკლესიის მიერ დიდიმე ბრმა წმინდანად არის შერაცხილი.[5]

  • E. A. Livingstone, Oxford Dictionary of the Christian Church, Third edition revised, 2006, Oxford University Press, "Didymus the Blind".
  • Bärbel Kramer: Didymus von Alexandrien. In: Theologische Realenzyklopädie 8 (1981), S. 741–746
  • Bart D. Ehrman: Didymus the Blind and the Text of the Gospels, Atlanta, Scholars Press, 1986.

« The New Testament Canon of Didymus the Blind », Vigiliae Christianae, vol. 37, no 1 (mars 1983), p. 1-21 (ინგლისური)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Каллист Уэр, СМЕЕМ ЛИ МЫ НАДЕЯТЬСЯ НА СПАСЕНИЕ ВСЕХ? Ориген, св. Григорий Нисский и Исаак Сирин. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-17. ციტირების თარიღი: 2011-02-05
  2. ↑ Малофеев Н.Н. Специальное образование в России и за рубежом: В 2-х частях. Часть 1: Западная Европа. - М.: Печатный двор, 1996. с. 182. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-01-19. ციტირების თარიღი: 2011-02-05
  3. ↑ Bärbel Kramer: Didymos der Blinde. Kommentar zum Ecclesiastes (Tura-Papyrus). Teil 4: Kommentar zu Ecclesiastes Kapitel 7-8,8, Köln 1972
  4. ↑ Дидим Слепой, В. Д. Гладкий. Древний мир. Энциклопедический словарь. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-11. ციტირების თარიღი: 2011-02-05.
  5. ↑ Coptic Orthodox Church Centre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2011-02-05.