დიდგორმაღალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდგორმაღალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2241 
ქედი ხარიშის ქედი
ამგებელი ქანები ქვიშაქვა და თიხაფიქალი
ასაკი ზედალიასი

დიდგორმაღალიმთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადების — ასკისწყლისა და ლაჯანურის წყალგამყოფ ხარიშის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2241 . აგებულია ზედალიასური ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. რელიეფის ფორმები ნაზკონტურებიანია. კალთები დაფარულია სუბალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]