დიგორხან დადიშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიგორხან დადიშქელიანი (გ. 1843), ჩუბეხევის (სვანეთი) მთავარი, ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული. მეუღლის - მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ 1821-1843 წლებში ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი იყო. 1841 წლიდან კი მეფის არმიაში დაღუპული შვილის - ციოყის ექვს მცირეწლოვან შვილს მეურვეობდა. დადიშქელიანი რუსეთის ორიენტაციისა იყო. 1833 წელს მისი ინიციატივით ჩებეხევი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. დადიშქელიანი ძლიერი ნებისყოფის ენერგიული მმართველი იყო. 1843 წელს ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მდლობელი თათარყან დადიშქელიანი თავს დაესხა სოფ. ფარს (დადიშქელიანის რეზიდენცია). დადიშქელიანი კარგა ხანს თავს იცავდა, ბოლოს ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გადმოხტა და დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925
  • გასვიანი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 331, თბ., 1978