თათარყან დადიშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თათარყან (ნიკოლოზ) ბაბა-ციოყის ძე დადიშქელიანი (გ. 1849) — სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი.

ბაბა-ციოყის (გ. 1812) ძე. 1833 წელს მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. 1834 დაუმტკიცდა მაიორის წოდება, მოინათლა მართლმადიდებლური წესით და დაირქვა ნიკოლოზი. მტრობდა ჩუბეხევის დადიშქელიანებს და 1842 წელს, ახალგაზრდა კონსტანტინე დადეშქელიანის სამეგრელოში ყოფნისას, თავს დაესხა მათ რეზიდენციას სოფელ ფარში. ბრძოლაში დაიღუპა კონსტანტინეს ბებია დიგორხანი, მისი ბევრი ყმა, ხოლო კონსტანტინეს და ტყვედ ჩავარდა. 1843 წელს რუსეთის მთავრობის ზეწოლით თათარყანმა კონსტანტინეს სამფლობელოები დაუბრუნა. ჰყავდა სამი ვაჟი (ოთარი, ჯანსუღი, მოსოსტრი) და ერთი ქალიშვილი (სახელი უცნობია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934;
  • Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998. – გვ. 88.