შინაარსზე გადასვლა

დეფისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეფისი
-  ‑ 
პუნქტუაცია
აპოსტროფი( ’ ' )
ფრჩხილები ( [ ], ( ), { },   )
ორწერტილი( : )
მძიმე( , ، 、 )
ტირე ( , –, —, ― )
მრავალწერტილი ( …, ..., . . . )
ძახილის ნიშანი( ! )
წერტილი( . )
დეფისი( )
დეფის-მინუსი( - )
კითხვის ნიშანი( ? )
ბრჭყალები (  ’, “ ”, ' ', " " )
წერტილ-მძიმე( ; )
წილადის ნიშანი( /,    )
სიტყვის გამყოფი
ინტერპუნქტი( · )
ნიშანსივრცე ( ) () ()
ზოგადი ტიპოგრაფია
ამპერსანდი( & )
ვარსკვლავი( * )
@ ნიშანი( @ )
უკუწილადი( \ )
სიის მარკერი( )
კაერტის ნიშანი( ^ )
† სიმბოლო ( †, ‡ )
გრადუსის სიმბოლო( ° )
გადაბრუნებული კითხვის და ძახილის ნიშანები( ¡ )
გადაბრუნებული კითხვის ნიშანი( ¿ )
ოქტოთორპი( # )
ნომრის ნიშანი ( )
გაყოფის ნიშანი( ÷ )
რიგობითი ინდიკატორი ( º, ª )
პროცენტი, პრომილე ( %, ‰ )
პლუსი და მინუსი ( + − )
საბაზისო პუნქტი ( )
აბზაცის ნიშანი( )
შტრიხი( ′, ″, ‴ )
პარაგრაფის ნიშანი( § )
ტილდა( ~ )
ქვეტირე( _ )
ვერტიკალური ხაზი( ¦, ‖, | )
ინტელექტუალური საკუთრება
საავტორო უფლების ნიშანი( © )
დარეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი( ® )
მომსახურების ნიშანი( )
მომიჯნავე უფლებების ნიშანი( )
სავაჭრო ნიშანი( )
ვალუტის ნიშნები
ვალუტის ნიშანი (საერთო) ( ¤ )
ვალუტის ნიშანი (კონკრეტული)
( ฿ ¢ $ ƒ £ ¥ )
იშვიათი ტიპოგრაფია
ასტერიზმი( )
ფლერონი( )
ინდექსი( )
ინტერობანგი( )
ირონული ნიშანი( )
რომბის ნიშანი( )
შენიშვნა( )
კვანძი( )
სხვა
დიაკრიტიკული ნიშნები
ლოგიკური სიმბოლოები
ციტატების ნიშნები( « », „  )
სხვა დამწერლობებში
ჩინური პუნქტუაცია
ებრაული პუნქტუაცია
იაპონური პუნქტუაცია
კორეული პუნქტუაცია

დეფისი (გერმ. Divis < ლათ. divisio— „დაყოფა“, „დანაწევრება“) — გრაფიკული ნიშანი, მოკლე, პატარა ჰორიზონტალური ხაზი (-).[1] დეფისი სასვენი ნიშანია და არ უნდა აგვერიოს პუნქტუაციურ ნიშან — ტირესთან. იმისათვის, რომ არ მოხდეს დეფისისაა და ტირეს აღრევა, დედნებსა და კორექტურებში დეფისს აღნიშნავენ ორი პატარა ხაზით (=). კომპიუტერულ ანაწყობში, ხშირად, უმართებულად, ტირეს ნაცვლად ხმარობენ.[2] დეფისით შეერთებული სიტყვები, როგორც წესი, ერთსა და იმავე „სემანტიკურ ველს“ განეკუთვნება და ხშირად სინონიმებად ან ანტონიმებად გვევლინება.[3] მაგალითად გამოიყენება გრამატიკული ელემენტის გამოსაყოფად (მაგ., წერ-ს, და-წერ-ილ-ი) და აგრეთვე სიტყვის გადასატანად სტრიქონიდან სტრიქონში (მაგ., ქა-ლა-ქი, წიგ-ნი).[4]

დეფისს იყენებენ ერთზე მეტი მნიშვნელობის (ჩვეულებრივ, ორმნიშვნელობიანი) რთული სიტყვების კომპონენტთა დასაკავშირებლად. ამ შემთხვევაში ენაცვლება და კავშირს (მაგალითად, ცოლ-ქმარი). ამ დროს წინა კომპონენტი ფუძის სახით წარმოდგება (მაგალითად, თუშ-ფშავ-ხევსურეთის სოფლები); გაორმაგებული ფუძეებისა თუ ფორმების დასაკავშირებლად (მაგალითად, ორ-ორი); დანართიანი სახელის შემცველი მსაზღვრელ-საზღვრულს შორის (მაგალითად, სახლ-მუზეუმი); ორმაგი გვარის გასაფორმებლად (მაგალითად, ლადო ალექსი-მესხიშვილი); შესიტყვების ფორმის მქონე უცხოურ გეოგრაფიულ სახელთა, კერძოდ, ქალაქების სახელწოდებათა კომპონენტებს შორის (მაგალითად, ნიუ-იორკი); აკრონიმული, ანუ ინიციალური წესით შედგენილი უცხოური აბრევიატურების გასაფორმებლად, კომპონენტების საწყისი ასოების სახელწოდებათა შორის (BBC — ბი-ბი-სი, CNN — სი-ენ-ენი); მომიჯნავე ციფრების ან სიტყვიერად გამოხატული რიცხვების დასაკავშირებლად და/ან კავშირის ფუნქციით (I-II კლასები, ხუთი-ექვსი წლის ბავშვები, X-XI საუკუნეები, 2010-2011 წლები); თუ სხვაობა შეერთებულ რიცხვებს შორის ერთზე მეტია, მაშინ საწყისსა და ბოლო ციფრს შორის გრძელი ხაზი, ტირე (–) დაიწერება (მაგ., XII – XVIII საუკუნეები, 2000 – 2005 წლები) და სხვა.[3]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978.  გვ. 487.
  2. დეფისი - საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი
  3. 1 2 ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-24. ციტირების თარიღი: 2014-04-16.
  4. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. 3 გვ. 1154, თბ., 1953