დეივიდ კიტსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეივიდ კიტსონი
კიტსონი შეფილდ იუნაიტედში 2013 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დეივიდ ბერი კიტსონი
დაბადების
თარიღი
21 იანვარი, 1980 (1980-01-21) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰიტჩინი, ინგლისი
სიმაღლე 1.91 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1998–2000 ჰიტჩინ ტაუნი
2000–2001 არლისეი ტაუნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2001–2003 კემბრიჯ იუნაიტედი 102 (40)
2003–2008 რედინგი 135 (54)
2008–2010 სტოკ სიტი 34 (3)
2009   რედინგი 10 (2)
2009   მიდლზბრო 6 (3)
2010–2012 პორტსმუთი 68 (12)
2012–2013 შეფილდ იუნაიტედი 33 (11)
2013–2014 ოქსფორდ იუნაიტედი 32 (4)
2014–2015 არლისეი ტაუნი 0 (0)
სულ 420 (129)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დეივიდ ბერი კიტსონი (ინგლ. David Barry Kitson; დ. 21 იანვარი, 1980 ) — ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 420 მატჩში, აქედან 135 მატჩი მხოლოდ „რედინგში“ ჩაატარა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტსონი 1980 წელს ჰიტჩინში დაიბადა. თამაშიც ადგილობრივ ჰიტჩინ ტაუნში დაიწყო. ფეხბურთის თამაშს და სეინსბარის სუპერმარკეტში მუშაობას ერთდროულად ახერხებდა.[1] 2001 წელს „კემბრიჯ იუნაიტედთან“ ოთხწლიან პროფესიულ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეივ კიტსონი რედინგში 2007 წელი

2006 წლის 26 დეკემბერს „რედინგში“ გადავიდა. მასში სამხრეთელებმა 150,000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.[2][3] პირველ 10 შეხვედრაში კიტსონმა 5გოლი გაიტანა. ერთი წლის შემდეგ, 2004-2005 წლების სეზონში კლუბის ბომბარდირი გახდა. მომდევნო წელს მან და კევინ დოილმა შესანიშნავი ტანდემი შექმნეს. მათი გოლების წყალობით, „რედინგმა“ 2006 წელს ინგლისის ჩემპიონშიპი მოიგო და პრემიერ ლიგაში დაწინაურდა. კლუბმა გათამაშებაში მეორეადგილოსან „შეფილდ იუნაიტედს“ 16 ქულით გაუსწრო.

2006-07 სეზონში სტივ კოპელის გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა პრემიერ ლიგაში, მაგრამ კიტსონმა სეზონი სრულყოფილად ვერ ჩაატარა, ტრავმის გამო. შემდეგი სეზონის სტარტზე, როდესაც „რედინგი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეთამაშებოდა, შეცვლაზე შემოსული კიტსონი რამდენიმე წამში მოედნიდან გააძევეს, პატრის ევრასთან უხეშობის გამო. ამავე სეზონში კიტსონმა 10 გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში და სეზონის უმეტესი ნაწილი საუკეთესო ინგლისელი გოლეადორი იყო.

სტოკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 18 ივლისს, კიტსონი ტონი პულისის „სტოკ სიტიმ“ გაიფორმა. „სტოკმა“ მასში 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, რაც კლუბისთვის სარეკორდო თანხა იყო.[4] 2008-09 წლების სეზონის პირველ წრეში, კიტსონმა თავი ვერაფრით გამოიჩინა, ამას დაერთო ტრავმაც. ხელმძღვანელობასთან დიდი დისკუსიის შემდეგ, სარეკორდო თანხად შეძენილი ფეხბურთელი, კლუბის უელსელმა თავკაცმა, ტონი პულისმა ისევ „რედინგში“ გაუშვა, განათხოვრების წესით. სეზონის ბოლოს კიტსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც „სტოკში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

2009-10 წლების სეზონიში, კიტსონმა თავის სადებიუტო გოლი „სტოკ სიტის“ მაისურით - „ლეიტონ ორიენტის“ წინააღმდეგ ლიგის თასზე. „სანდერლენდთან“ გამარჯვების გოლი, პირველი პრემიერლიგური გოლი. იმავე პერიოდში გასვლაზე გაუტანა „ბოლტონს“ და ამის შემდეგ, იგი სამი თვით გორდონ სტრახანის „მიდლსბროში“ გაანათხოვრეს. სეზონის მეორე წრეში კიტსონი „სტოკს“ დაუბრუნდა, თუმცა, იშვიათად ხვდებოდა შემადგენლობაში. ან, თუ ხვდებოდა, ძირითადად შეცვლაზე უწევდა თამაში. ორი გოლის გატანა მაინც მოახერხა, ისევ „ბოლტონთან“, ოღონდ ბრიტანიაზე და „მანჩესტერ სიტისთან“ ლიგის თასზე. ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, სეზონის დასრულების შემდეგ, ტონი პულისმა კიტსონი, ავსტრიაში საზაფხულო შეკრებაზე არ წაიყვანა. ცხადი იყო, რომ კიტსონს „სტოკის“ დატოვება სატრასფერო ფანჯრის დახურვამდე მოუწევდა.

პორტსმუთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს, სტრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „პორტსმუთი“ ირლანდიელი მარკ უილსონის სანაცვლოდ, მიიღებდა დეივ კიტსონს და ლიამ ლოურენსს „სტოკიდან“. უილსონი „სტოკს“ შეუერთდა, კიტსონი და ლოურენსი — „პორტსმუთს“, მაგრამ ლიამ ლოურენსის ტრანსფერი 15 წუთით გადაცდა სატრასფერო ფანჯრის „დედლაინს“, ამიტომ იგი „პორტსმუთში“ ფორმალურად გაანათხოვრეს.

კიტსონის დებიუტი 2010 წლის 11 იანვარს შედგა „პომპის“ რიგებში, იფსვიჩ თაუნის წინააღმდეგ. 'ჯინჯერი' კარგად შეეწყო გუნდს, პირველ 6 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

შეფილდ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე „შეფილდ იუნაიტედს“ შეუერთდა. კონტრაქტს ვადა დეკემბრამდე ჰქონდა, მაგრამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე კვირით ადრე კიტსონს ახალი კონტრაქტი გაუფორმეს, 2012-13 წლების სეზონის ბოლომდე. ჰქონდა შემოთავაზებები MLS-იდან, მაგრამ მან ბრამალ ლეინზე დარჩენა ისურვა. პირველი გოლი „ბლეიდსის“ მაისურით ნოტს ქაუნთისთან შეხვედრაში გაიტანა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიტსონის ბაბუა ირლანდიელი იყო, სწორედ ამიტომ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა 2006-07 წლებში - სტივ სტონტონმა კიტსონი ირლანდიის ნაკრებში მიიწვია. მაგრამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ასევე ლორი სანჩესს სურდა მისი ჩრ.ირლანდიის ნაკრებში ხილვა, მაგრამ უშედეგოდ. 2007-2008 წლების სეზონის უმეტესი ნაწილი, კიტსონი პრემიერლიგის საუკეთესო ინგლისელი გოლეადორი იყო. ბევრი გამოცემა თვლიდა, რომ ფაბიო კაპელო მას ინგლისის ნაკრებში გამოიძახებდა, მაგრამ მისი ადგილი გაბრიალ აგბონლაჰორს ერგო.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი სეზონი ჯამში
მატჩი გოლი
კემბრიჯ იუნაიტედი 2000–01 8 1
2001–02 36 9
2002–03 51 22
2003–04 19 11
რედინგი 2003–04 17 5
2004–05 37 19
2005–06 40 22
2006–07 18 4
2007–08 36 10
სტოკ სიტი 2008–09 18 0
რედინგი (იჯარით) [2008–09 12 2
სტოკ სიტი 2009–10 22 5
მიდლსბრო (იჯარით) 2009–10 6 3
პორტსმუთი 2010–11 37 8
პორტსმუთი 2011–12 35 4
შეფილდ იუნაიტედი 2012–13 15 6
ჯამში 396 131

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Walsh, David (11 ნოემბერი, 2007). „Shooting from the lip“. Times Online. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2007. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  2. „Cash Point!“. Cambridge Evening News. 27 მარტი, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2006. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-16. ციტირების თარიღი: 2010-11-27.
  4. „Stoke seal £5.5m Kitson transfer“. BBC Sport. 18 ივლისი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)