შინაარსზე გადასვლა

დაუგავპილსის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაუგავპილსის უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1921
ტიპი უნივერსიტეტი
რექტორი Arvīds Barševskis
ქვეყანა ლატვია
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] და Open European University
დაუგავპილსის უნივერსიტეტი — ლატვია
დაუგავპილსის უნივერსიტეტი
http://du.lv

დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვ. Daugavpils Universitāte) ― საჯარო უნივერსიტეტი დაუგავპილსში, ლატვიაში. არის ქვეყნის მასშტაბით უდიდესი რეგიონული უნივერსიტეტი.

დაუგავპილსის უნივერსიტეტი 1921 წელს დაარსდა, როგორც დაუგავპილსის მასწავლებლებთა სემინარია. 1923-1952 წლებში მას დაუგავპილსის მასწავლებელთა სახელმწიფო ინსტიტუტი ეწოდებოდა, 1952-1993 წლებში ― დაუგავპილსის პედაგოგიური ინსტიტუტი (Daugavpils Pedagoģiskais institūts), ხოლო 1993-2001 წლებში ― დაუგავპილსის პედაგოგიურ უნივერსიტეტი (Daugavpils Pedagoģiskā Universitāte).

დღევანდელი სახელი უნივერსიტეტს 2001 წლის 13 ოქტომბერს ეწოდა. ის აღმოსავლეთ ლატვიის უდიდესი უნივერსიტეტია. არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი.

ფაკულტეტები და განყოფილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    • ინგლისური ფილოლოგიისა და თარგმანმცოდნეობის განყოფილება
    • რუსული და სლავური ლინგვისტიკის განყოფილება
    • ლატვიური ლიტერატურისა და კულტურის განყოფილება
    • ლატვიური ენის განყოფილება
    • უცხო ენათა განყოფილება
    • ისტორიის განყოფილება
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    • ეკონომიკისა და სოციოლოგიის განყოფილება
    • სოციალური ფსიქოლოგიის განყოფილება
    • სამართლის განყოფილება
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მათემატიკის ფაკულტეტი
    • საინფორმაციო მეცნიერებათა განყოფილება
    • ფიზიკის განყოფილება
    • მათემატიკის განყოფილება
    • ქიმიისა და გეოგრაფიის განყოფილება
    • ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილება
  • მუსიკისა და ხელოვნების ფაკულტეტი
    • მუსიკის განყოფილება
  • განათლებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
    • პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის განყოფილება
    • სპორტის განყოფილება

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]