დარაჯები (მოძრავი კომიქსი)
დარაჯები: მოძრავი კომიქსი | |
---|---|
პრომო პოსტერი | |
ჟანრი |
კომიქსი სამეცნიერო ფანტასტიკა |
ავტორი |
დეივ გიბონსი (ილუსტრატორი) ალან მური (ისტორიის ავტორი, არ არის მითითებული) |
გახმოვანება | ტომ შტეხშულტე |
თემის კომპოზიტორი | ლენი მური |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 12 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | უესლი კოლერი |
ხანგრძლივობა |
25-30 წთ. (ეპიზოდი) 325 წთ. (DVD) |
კომპანია | Cruel & Unusual Films |
ეთერში | 17 ივლისი, 2008 — 23 თებერვალი, 2009 |
რესურსები ინტერნეტში |
დარაჯები: მოძრავი კომიქსი (ინგლ. Watchmen: Motion Comic) — 2008 წლის ამერიკული ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, რომელიც წარმოადგენს ინტერნეტ და სატელევიზიო ფორმატის მოძრავ კომიქსებს, თავის მხრივ დაფუძნებულს კომიქსების სერიაზე დარაჯები. მისი ავტორები არიან ალან მური (ტექსტი) და დეივ გიბონსი (ილუსტრაციები).[1] სერია შედგება 25–30-წუთიანი სეგმენტებისგან. თითოეული ეფუძნება და სათაურში იყენებს წიგნის ორიგინალური თავების სათაურებს. როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის პერსონაჟებს ახმოვანებს მსახიობი ტომ შტეხშულტე. .[2][3][4] სერია გამოვიდა DVD-ზე 2009 წლის მარტში, ფილმის დარაჯები გამოსვლასთან ერთად.[5][6]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წლის ოქტომბერში, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ომის პერიოდში, ბირთვული ომის წინა პერიოდში, დეპრესიაში ჩავარდნილი რორშახი, ერთ-ერთი კანონგარეშე გამოცხადებული სუპერგმირი, იწყებს ყოფილი შენიღბული სუპერგმირების მკვლელობების გამოძებას.
ეპიზოდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]# | სახელწოდება | ნახვა (მილიონებში) | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმოების კოდი | ||
---|---|---|---|---|---|---|
1 | „At Midnight, All the Agents...“ | 4.09 | 17 ივლისი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
რორშახი იძიებს კომედიანტის მკვლელობას და ჩამოაყალიბებს თეორიას შენიღბული მკვლელის შესახებ. | ||||||
2 | „Absent Friends“ | 3.69 | 6 ოქტომბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
კომედიანტს ასაფლავენ. მისი ამბავი მოთხრობილია რეტროსპექციების სახით. | ||||||
3 | „The Judge of All the Earth“ | 3.41 | 20 ოქტომბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
დოქტორ მანჰეტენის უერთიერთობა ლორი იუსპეშიკთან ფუჭდება. იგი აღმოაჩენს, რომ მისი კოლეგების ნაწილი დაავადებულია კიბოთი. დოქტორ მანჰეტენი გადაიხვეწება მარსზე. | ||||||
4 | „Watchmaker“ | 3.73 | 3 ნოემბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
მარსზე დოქტორ მანჰეტენი იხსენებს თავის ამბავს, რომელიც რეტროსპექციების სახით არის წარმოდგენილი. | ||||||
5 | „Fearful Symmetry“ | 2.80 | 17 ნოემბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
რორშახი კვლავ იძიებს მკვლელის ვინაობას და ყურადღება გადააქვს მოლოხზე. მოლოხი მოკლულია და რორშახი იქცევა ერთ-ერთი მონაწილედ ამბისა, რომლის შემდეგ მაგ უსამართლოდ აპატიმრებენ. | ||||||
6 | „The Abyss Gazes Also“ | 2.79 | 1 დეკემბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
პოლიციის განყოფილებაში რორშახს ესაუბრება ექიმი მალკოლმ ლონგი, ფსიქიატრი. რორშახის ვინაობა და ამბავი ნათელი ხდება. | ||||||
7 | „A Brother to Dragons“ | 1.98 | 15 დეკემბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
აბრეშუმისებრი აჩრდილი ღამის ბუსთან რჩება. მათ შორის რომანტიკული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი გადაარჩენენ ადამიანებს ცეცხლმოკიდებული სახლიდან და ციხიდან რორშახის გამოსაყვანად მიემართებიან. | ||||||
8 | „Old Ghosts“ | 2.81 | 29 დეკემბერი, 2008 | ცნობილი გახდება | ||
ღამის ბუ და აბრეშუმისებრი აჩრდილი რორშახს ეხმარებიან ციხიდან თავის დაღწევაში. დოქტორ მანჰეტენს აბრეშუმისებრი აჩრდილი მარსზე მიჰყავს. ციხიდან გაქცევისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით განგსტერები კვლავენ ჰოლის მეისონს, ყოფილ ღამის ბუს, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ იგი პასუხისმგებელი იყო ამ გაქცევაზე. | ||||||
9 | „The Darkness of Mere Being“ | 1.68 | 12 იანვარი, 2009 | ცნობილი გახდება | ||
მარსზე აბრეშუმისებრი აჩრდილი ცდილობს, დაარწმუნოს დოქტორი მანჰეტენი სამყაროს გადარჩენაში. დოქტორი მანჰეტენი თვლის, რომ სიცოცხლე არ არის მნიშვნელოვანი. ლორი იხსენებს ბავშვობას, რომელიც ნაჩვენებია რეტროსპექციების სახით. იგი მიხვდება, რომ მისი ნამდვილი მამა კომედიანტი იყო. | ||||||
10 | „Two Riders Were Approaching...“ | 2.72 | 26 იანვარი, 2009 | ცნობილი გახდება | ||
ღამის ბუ და რორშახი კვლავ იძიებენ შენიღბული მკვლელის ამბავს. ისინი მიხვდებიან, რომ ვაიდტი (ოზიმანდიასი) ამ საქმის უკან დგას. რორშახი თავის დღიურს უგზავნის მემარჯვენე გაზეთ New Frontiersman-ს. | ||||||
11 | „Look on My Works, Ye Mighty...“ | 2.42 | 9 თებერვალი, 2009 | ცნობილი გახდება | ||
კარნაკში, ანტარქტიკაზე მდებარე ბაზაზე, ოზიმანდიასი თავის ამნავს იხსენებს. ღამის ბუ და რორშახი მას უპირისპირდებიან, თვლიან რა, რომ მან გამოიწვია მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ იგი ებრძვის ორეულს და უხსნის, რომ მას სურდა ცივი ომის დასრულება გაყალბებით, რომელიც განასახიერებდა უცხოპლანეტელების შემოსევა. აღმოჩნდება, რომ მისი გეგმა უკვე მოქმედებაშია მოყვანილი. | ||||||
12 | „A Stronger Loving World“ | 2.88 | 23 თებერვალი, 2009 | ცნობილი გახდება | ||
დოქტორი მანჰეტენი და აბრეშუმისებრი აჩრდილი ჩნდებიან ვაიდტის ბაზაზე. ვაიდტი ყველას არწმუნებს, რომ უცხო რასის შემოსევის იმიტირებით მსოფლიოს ქვეყნები გაერთიანდნენ და მშვიდობა გამეფდა. ამას ეთანხმება ყველა, რორშახის გარდა, რომელიც იქაურობას ტოვებს. მას დოქტორი მანჰეტენი კვლავ. ბოლოს, უკანასკნელი ტოვებს დედამიწას, ხოლო დენი და ლორი საკუთარ ვინაობებს აყალბებენ და ერთად რჩებიან. |
საერთაშორისო მაუწყებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყანა | მაუწყებელი | სერიალის პრემიერა | დროის ინტერვალი |
---|---|---|---|
კანადა | Space | ივნისი 9, 2009 | 22:00, 22:30 |
ავსტრალია | GO! | დეკემბერი 5, 2010 | 23:00 |
პორტუგალია | RTP2 | ნოემბერი 22, 2010 | 23:30 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jane Halsall, R. William Edminster. Visual media for teens. ABC-CLIO, 2009.
- ↑ Scott Chitwood. „Blu-ray and DVD Reviews - Watchmen: The Complete Motion Comic“. ComingSoon.net. ციტირების თარიღი: 6 February 2012.
- ↑ "Watchmen" (2008) TV Series. IMDb. ციტირების თარიღი: 2009-03-27.
- ↑ Watchmen Comic Movie.com. DC Comics (6-10-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-30. ციტირების თარიღი: 2009-04-01.
- ↑ John Scott Lewinski (January 24, 2009). „Gibbons Provides New Watchmen Art; Motion Comic Goes DVD“. Wired News. ციტირების თარიღი: 6 February 2012.
- ↑ „This week in entertainment“. The Oakland Tribune. March 2, 2009.
|