დანიელა ჯუროვიჩი
იერსახე
დანიელა ჯუროვიჩი | |
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 28 აპრილი, 2022 |
პრეზიდენტი | მილო ჯუკანოვიჩი |
წინამორბედი | ალექსა ბეჩიჩი |
დაბადებული | 27 მარტი, 1973 კოტორი, იუგოსლავია |
განათლება | ბელგრადის უნივერსიტეტი |
დანიელა ჯუროვიჩი (დ. 27 მარტი, 1973, კოტორი[1]) — მონტენეგროელი პოლიტიკოსი, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე 2022 წლის 28 აპრილიდან.
დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტი. მან მაგისტრის ხარისხი მიიღო ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მონტენეგროს უნივერსიტეტში, პოდგორიცაში. მუშაობდა ბელგრადში Generalmarket-ში გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ ჰერცეგ-ნოვიში Čistoća-ს ფირმის სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე.[2]
პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო მონტენეგროს სოციალისტური სახალხო პარტიის რიგებიდან. დაკავშირებული იყო ჰერცეგ-ნოვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ხოლო 2017 წელს გახდა ქალაქის მერის მოადგილე.[2] 2020 წელს მრავალპარტიული კოალიციიდან გახდა პარლამენტის წევრი.[3] 2022 წლის აპრილში აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Danijela Đurović sla. skupstina.me. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-28. ციტირების თარიღი: 2022-04-28
- ↑ 2.0 2.1 2.2 Biografija Danijele Đurović sla. rtcg.me (28 kwietnia 2022). ციტირების თარიღი: 2022-04-28
- ↑ Nova lica i politički veterani u novom sazivu Skupštine sla. vijesti.me (6 września 2020). ციტირების თარიღი: 2022-04-28