დაიანა ელსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დაიანა ლუი ეილსი
ინგლ. Diana Elles
დაბ. სახელი დაიანა ნიუკომბი
ფსევდონიმი/ები ბარონესა ეილსი
დაბადების თარიღი 19 ივლისი, 1921
დაბადების ადგილი ბედფორდი, დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 2009 (88 წლის)
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
განათლება ლონდონის უნივერსიტეტი
ეროვნება ინგლისელი
პარტია კონსერვატიული
საქმიანობა ბარისტერი
მამა სტუარტ ფრანცის ნიუკომბი
დედა ელიზაბეტ ჩაკი
მეუღლე/ები ნილ პატრიკ მონკრიფ ელისი
შვილ(ებ)ი

დაიანა ეილსი (დ. 19 ივლისი, 1921 — გ. 17 ოქტომბერი, 2009)[1]ბარისტერი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გაეროში. დელეგატი ევროპის პარლამენტში 10 წლის განმავლობაში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიანა ნიუკომბი დაიბადა 1921 წლის 19 ივლისს, ის იყო პოლკოვნიკ სტუარტ ფრანცის ნიუკომბის და ელიზაბეტ ჩაკის ქალიშვილი. მამამისი იყო ტომას ლოურენსის (არაბეთის ლოურენსი) ახლო მეგობარი, არაბეთის ლოურენსი დაიანა ნიუკომბის უფროსი ძმის სტუარტ ლოურენს ნიუკომბის (დ. 1920) ნათლია იყო.[2]. კერძო სკოლების დამთავრების შემდეგ ლონდონში, პარიზში და ფლორენციაში, ის წავიდა ლონდინის უნივერსიტეტში რომელიც დაამთავრა როგორც ბაკალავრმა ფრანგულში და იტალიურში. 1941 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა ქალთა საჰაერო ძალებში სადაც გახდა ფრენის კაპიტანი 1944 წელს.

კარიერა ინგლისში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს გახდა ბრიტანული ქალთა ევროკავშირის თავმჯდომარე, ხოლო 1973 წელს მთლინი ორგანიზაციის თავმჯდომარე. 1972 წლის 2 მაისს ის გახდა ქალაქ ვესტმინსტერის ბარონესა ეილსი.[3] როდესაც არჩევნები 1974 წელს ლეიბორისტებმა მოიგეს ელისმა გადაინაცვლა ოპოზიციაში სადაც გახდა სპიკერი საგარეო და ევროპულ საქმეებში.[4]

1977 წელს ელისი გახდა საერთაშორისო საქმეების სამეფო ინსტიტუტის საბჭოს წევრი 1986 წლამდე სანამ ის გახდებოდა რიდინგის უნივერსიტეტის გუბერნატორი 1996 წლამდე.[4] ის ასევე იყო მრეწველობის და პარლამენტის ნდობის რწმუნებული 1985-დან 1995 წლამდე და კალდეკოტის საზოგადოების რწმუნებული, რომელიც დაარსდა 1911 წელს როგორც ლონდონის სამედდო, მაგრამ მომავალში გადაიქცა ზრუნვა მოკლებული ბავშვების საზოგადოებად.[4] 1993 წელს ის გახდა ლინკოლნის ინსტიტუტის საპატიო წევრი.[5] პოლიტიკიდან გადადგომეის შემდეგ დაიანა ეილსი ღიად უჭერდა მხარს ფლორენციის ბრიტანულ ინსტიტუტს.[6]

საგარეო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს ეილსი შეუერთდა ბრიტანეთსი დელეგაციას გაეროს გენერალურ ანსამბლეაში 1973 წელს ის დაემატა გაეროს დისკრიმინაციის პრევენციის და ეთნიკური უმცირესოიბების დაცვის ქვეკომისისას.[7] ის ნომინირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვის სპეციალურ მომხსენებლად გაეროში 1975 წელს. [7]. 1979 წელს მან დატოვა გაერო.[7]

ედუარდ ჰეთმა ის გაგზავნა ევროპის პარლამენტში 1973 წელს, სადაც ის მეტაურობდ საერთაშორისო ოფისს 1978 წლამდე, როდესაც მას მოუწია საკუთარი ადგილი ლეიბორისტთა დელეგატისთვის დაეთმო. 1979 წლის ევროპის პარლამენტის არჩევნებში მან მოიგო კონსერვატიული პარტიისთვის სავარძელი თეიმსის ხეობაში,[8] ის 1984 წელს კიდევ 5 წლით აირჩიეს. 1982 წლის შემდეგ ის იყო ევროპის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი.[8] დიანა ეილსმა ევროპის პარლამენტი 1989 წელს დატოვა.[9]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს ის დაქორწინდა ნილ პატრიკ მონკრიფ ელისზე ვისთანაც ეყოლა 2 შვილი, ელიზაბეტ როსმუნდ მოკრიფი (დ. 1947) და ჯეიმს ედმუნდ მონკრიფი (დ. 1949).[10] დიანა ეილსი გარდაიცვალა 2009 წლის 17 ოქტომბერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leigh Rayment - Peerage. ციტირების თარიღი: 19 December 2009.
  2. 1988, Malcolm Brown ed: T.E.Lawrence - The Selected Letters ISBN 1-55778-518-X pg 174
  3. „No. 45663“. The London Gazette. 4 May 1972.
  4. 4.0 4.1 4.2 Parliament of the United Kingdom, Official website - Profile of Baroness Elles. ციტირების თარიღი: 19 December 2009.
  5. „Appointments“. The Independent. 7 August 1993. ციტირების თარიღი: 20 October 2009.
  6. „Obituary - Baroness Elles: human rights campaigner and Conservative MEP“. The Times. 26 October 2009. ციტირების თარიღი: 19 December 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 Charles Roger Dod (2001). Dod's Parliamentary Companion 2001. Vacher Dod Publishing Ltd., გვ. 489. 
  8. 8.0 8.1 European Parliament, Official website - Profile of Baroness Elles. ციტირების თარიღი: 19 December 2009.
  9. „Obituary - Baroness Elles“. The Telegraph. 29 October 2009. ციტირების თარიღი: 29 October 2009.
  10. p. 19122 § 191219 - Diana Louie Newcombe, Baroness Elles. ციტირების თარიღი: 25 October 2009.