დათვის კანაფი (ლათ.Datisca cannabina L) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 1 მ-მდე სიმაღლისაა, შიშველია, სწორად მდგომი. ფოთლები კვერცხისებურია, ლანცეტა, წაწვეტებული. კიდეებზე უსწორმასწორო ხერხკბილა, მორიგეობით განლაგებული, გრძელი, 3-7 სმ სიგრძის ყუნწებით. ყვავილები ორსახლიანია, შეკრებილია კენწრულ მტევნებად. ყვ. ნაყ. VIVII. იზრდება უმთავრესად მთის შუა სარტყლის ხეობების, მდინარეებისა და მთის ნაკადულების ნაპირებზე, 1500 მ სიმაღლემდე. გავრცელებულია აფხაზეთში, სვანეთში, იმერეთში, აჭარაში, მესხეთსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიას.