გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია
გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია | |
ჯილდო | „ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის“ |
წარადგენს |
|
ქვეყანა | ![]() |
ადგილმდებარეობა | თბილისი |
პირველად გადაეცა | 2013 |
ბოლოს გადაეცა | 2018 |
გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია — პირველი ქართულ-გერმანული პრემია, რომელიც გადაეცემოდა ქართველ კულტურის მოღვაწეებს ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის.[1]
დაწესდა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) კავკასიის, თურქეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ოფისის მიერ 2013 წელს.[2]
პრიზს ყოველწლიურად გასცემდა 5 კაციანი დამოუკიდებელი ჟიური, DVV International-ის რეგიონული ოფისისა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის თაოსნობით.[3]
2013 წელს პრემიის პირველი ლაურეატი თავად გივი მარგველაშვილი გახდა. დაჯილდოების ცერემონია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა.[4]
2018 წელს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია გაუქმდა.
ლაურეატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2013 — გივი მარგველაშვილი
- 2014 — ლაშა ბაქრაძე
- 2015 — დავით ლორთქიფანიძე
- 2016 — ნინო ხარატიშვილი
- 2017 — დავით წერედიანი
- 2018 — ნაირა გელაშვილი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გივი მარგველაშვილის პრემია — „ევროკავშირი საქართველოსთვის“
- German-Georgian Cultural Award — DVV International
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართულ-გერმანული კულტურული პრემია. ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ გივი მარგველაშვილის დაჯილდოება. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (31 იანვარი, 2013). ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია — 2014. ევროკავშირი საქართველოსთვის. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2020.
- ↑ გიორგი გვახარია. (10 თებერვალი, 2013) გივი მარგველაშვილის პრემია - გივი მარგველაშვილს. „რადიო თავისუფლება“. ციტირების თარიღი: 27 არპრილი, 2020.