შინაარსზე გადასვლა

დავით სიხარულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე (დ. 24 ნოემბერი, 1953) — ქართველი რეჟისორი, მხატვარი და სცენარისტი.

1975 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ხოლო 1982 წელს - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით).

1995-1996 წლებში სტაჟირება გაიარა აშშ-ში, Warner Bros.. არის საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. კანის კინოფესტივალზე (1984), ოქროს პალმის რტოთი, დაჯილდოებულია ანიმაციური ფილმისთვის „ჭირი“.

ამჟამად ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]