დავით დუმბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუმბაძე (მრავალმნიშვნელოვანი).

დავით ვარდენის ძე დუმბაძე (დ. 1897, შემოქმედი — გ. 14 თებერვალი, 1970, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წელს დაამთავრა ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იგი ბათუმშია და მუშაობს პარტიის საოლქო კომიტეტში. 1922 წლიდან გადმოდის თბილისში და შვიდი წლის მანძილზე გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანია. შემდეგ ხელმძღვანელობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარას“, იყო აჭარის სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი.

სხვადასხვა დროს დ. დუმბაძე „იზვესტიისა“ და „კომუნისტის“ წარმომადგენელია აჭარაში; ხოლო 1949-1955 წლებში „იზვესტიის“ საკუთარი კორესპოდენტია საქართველოში. ბოლოს იყო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორის მოადგილე და მთავარი რედატორი. იგი ავტორია რამდენიმე წიგნისა ქართულ და რუსულ ენებზე. მასვე ეკუთვნის რუსი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების მხატვრული თარგმანები.

დავით დუმბაძეს, როგორც ღვაწლმოსილ მუშაკს, მწერალთა კავშირის წევრს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება, დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 129, თბ., 1994