დავით დონდუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით დონდუა
დაბ. თარიღი 3 (15) ოქტომბერი 1898
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 მაისი 1958(1958-05-01) (59 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოგრაფია
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი

დავით დარისპანის ძე დონდუა (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 3 ოქტომბერი], 1898, ქუთაისი, — გ. 1 მაისი, 1958, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. საქართველოს სსრ სკოლის დამსახურებული მასწავლებელი (1945). ასწავლიდა ქუთაისისა და თბილისის სკოლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით დონდუა სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პედაგოგიკის სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტსა და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, გეოგრაფიული კაბინეტის გამგედ, და ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებს. კითხულობდა გეოგრაფიული სწავლების მეთოდიკის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თელავისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. აქტიურად მონაწილეობდა სრულიად საქართველოს წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო საზოგადოების მუშაობაში.

იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1940–1954). გამოქვეყნებული აქვს გეოგრაფიის დაწყებითი კურსის პროგრამები, მეთოდური წერილები, მეცნიერული შრომები. ხელმძღვანელობდა სასწავლო გეოგრაფიული რუკების ქართულ ენაზე გამოცემას, გეოგრაფიული ნომენკლატურის ქართული ტრანსკრიფციის დადგენას.

1926 წლიდან ქართული სკოლის დაწყებით კლასებში მისი სახელმძღვანელოთი („წყარო“), ისწავლებოდა გეოგრაფია და ბუნებისმეტყველება. ავტორია საბავშვო ზღაპრების სერიისა „სურათები-ზღაპრები“ (1916–1924).

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, ტფ., 1923;
  • ჩვენი მხარე ქართლი. მხარეთმცოდნეობითი ნარკვევი, ტფ., 1925;
  • სამხედრო გეოგრაფია, მისი არსი და თემატიკა, თბ., 1942;
  • როგორ ავგეგმოთ გარემო, თბ., 1943.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]