დავით არახამია
დავით არახამია | |
---|---|
უკრ. Давид Георгійович Арахамія | |
დაბადების თარიღი | 23 მაისი, 1979 (45 წლის) |
დაბადების ადგილი | სოჭი |
მოქალაქეობა |
საქართველო უკრაინა სსრკ |
განათლება | ევროპული უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველები |
ჯილდოები | III ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“ |
დავით გიორგის ძე არახამია (უკრ. Давид Георгійович Арахамія; დ. 23 მაისი, 1979, ქ. სოჭი, რსფსრ) — ქართული წარმოშობის უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. 2019 წლიდან არის უკრაინის უმაღლესი რადის წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი. ცნობილია ასევე ფსევდონიმით David Braun (დევიდ ბრაუნი).
დავით არახამია დაიბადა 1979 წელს ქალაქ სოჭში. შემდეგ ცხოვრობდა აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში. აფხაზეთის ომის პერიოდში, 1992 წელს ოჯახთან ერთად უკრაინაში, ქალაქ მიკოლაივში გადასახლდა. დაამთავრა ევროპული უნივერსიტეტი (კიევი) ეკონომიკის სპეციალობით. 2014 წელს მის მიერ უკრაინის 79-ე სადესანტო ბრიგადისთვის შემოწირულობის შეგროვების მიზნით დაარსებულმა ინტერნეტ-გვერდმა საფუძველი ჩაუყარა მოხალისეთა ფართო ინიციატივას „სახალხო პროექტის“ სახელწოდებით. იმავე წლის ნოემბერში გახდა უკრაინის სახალხო მოხალისეთა ასოციაციის თანადამფუძნებელი. მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო კონცერნ „უკრობორონპრომის“ („უკრაინის თავდაცვის მრეწველობა“) სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნა. იმავე წელს აირჩიეს უკრაინის უმაღლესი რადის წევრად და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარედ.[1] 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პერიოდში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაჯილდოებულია უკრაინის სახელმწიფო „ღირსების ორდენით“ (III ხარისხი, 2014).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ От бизнесмена до политика: история успеха Давида Арахамии (2021-03-29). ციტირების თარიღი: 2021-03-31
- ↑ Указ Президента України № 676/2014 «Про відзначення державними нагородами України з нагоди Дня Незалежності України»